17:11 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-12 15:31:00, 1707 ნახვა

პოლიტიკა
ჟვანია ენმ-ს წევრების დაკავებაზე: ინციდენტი საარჩევნო- საკამპანიო ღონისძიებაზე არ მომხდარა

 „ეს იყო ქუჩაში მომხდარი ინციდენტი და შელაპარაკება“ - ამ სიტყვებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ზუგდიდში ენმ-ს წევრების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

თამარ ჟვანიას გაცხადებით, ინციდენტი შესაძლოა, არჩევნებს არ უკავშირდებოდეს.

„კამპანია დიდი ხანია, დაწყებულია და კარგი ამბავია, რომ ჯერჯერობით საარჩევნო ადმინისტრაციაში არცერთი საჩივარი და დავა არ ყოფილა ამ საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ეს არ ყოფილა საარჩევნო საღონისძიებო, საარჩევნო საკამპანიო ღონისძიებაზე მომხდარი ინციდენტი. ეს იყო ქუჩაში მომხდარი ინციდენტი და შელაპარაკება, რომელიც პირდაპირ შეიძლება არჩევნების ღონისძიებას არ უკავშირდებოდა, მაგრამ მინდა, ვთხოვო ყველა ჩართულ მხარეს, როგორც დღეს მოვედით მშვიდად და აქამდე არანაირი დავა და პრობლემა არ გვქონია, ყოველგვარი ძალადობისგან შორს, ისე ჩავატაროთ არჩევნები“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ზუგდიდში  „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, პარტიის წევრები ანი წითლიძე და მანუჩარ ჩხეტია დააკავეს. მოგვიანებით, გიორგი პატარაია და ანი წითლიძე გაათავისუფლეს. მანუჩარ ჩხეტია ამ დრომდე დაკავებულია.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics