|
2019-04-11 19:01:52, 1629 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - პატარა საქართველო ძალიან დიდ თანხას ნებაყოფლობით ჩადებს ევროპის საბჭოს გადარჩენის ოპერაციაში
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გამოსვლას გამოეხმაურა და მას შთამბეჭდავი უწოდა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, პრემიერმა იმ რეფორმების შედეგები აჩვენა წევრი ქვეყნების დეპუტაციებს, რომელიც საქართველოს აქვს. მან ასევე ხაზი გაუსვა ბახტაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო, პირველად მისი წევრობის ისტორიაში, „ევროპის საბჭოს გადარჩენის ოპერაციაში“ დიდ თანხას ჩადებს. „ფორუმი, რომლის წინაშეც წარდგა პრემიერ-მინისტრი, არის ევროპის საბჭოს საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, სადაც წევრი ქვეყნებიდან ჩამოსული საპარლამენტო დელეგაციები იღებდნენ მონაწილეობას, ანუ პოლიტიკოსები. ეს პოლიტიკოსები იყოფიან სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფად და, რა თქმა უნდა, პრაქტიკა არის ასეთი, რომ ქართველ დეპუტატებს ან ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ სთხოვონ ამა თუ იმ კითხვის დასმა. ეს არის მიღებული პრაქტიკა. ამაში არც უხერხულია რაიმე, არც მიუღებელი და განსაკუთრებული. მთავარი არის ის, რომ მამუკა ბახტაძის გამოსვლა იყო შთამბეჭდავი. შთამბეჭდავი იყო იმითაც, რომ მან რეალურად იმ რეფორმების შედეგები აჩვენა წევრი ქვეყნების დეპუტაციებს, რომელიც საქართველოს აქვს; აჩვენა ის, რომ საქართველო პროგრესის გზაზე დგას და ამას აღიარებს ყველა, რაც უნდა კრიტიკულად განწყობილი ევროპელი პოლიტიკოსი იყოს. ამას აღიარებენ ევროპის საბჭოს სტრუქტურები და ამას მოწმობს, ელემენტარულად, ციფრები, თუნდაც, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრებისა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პირველად მას შემდეგ, რაც ჩვენ გავწევრიანდით ევროსაბჭოში, განაცხადი გააკეთა ისეთი, როგორსაც აკეთებენ დიდი ქვეყნები. ეს − თითქოს შეუმჩნევლად შეეცადა ზოგიერთი, რომ გაეტარებინა. ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა, როდესაც პატარა საქართველო, პირველად მისი წევრობის ისტორიაში, ძალიან დიდ თანხას ნებაყოფლობით ჩადებს ევროპის საბჭოს გადარჩენის ოპერაციაში. ამას სხვაგვარად არ ჰქვია, რადგან დიდმა ქვეყნებმა მას შეუწყვიტეს დაფინანსება. საქართველო არის დემოკრატიის გზაზე მდგარი ის ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროპის საბჭოს მსგავს ღირებულებებზე დაყრდნობილ სტრუქტურებს არ შეექმნას ფუნქციონირების პრობლემა. ეს იყო ისტორიული განცხადება, ეს იყო ისტორიული ფაქტი და მნიშვნელოვანია, რომ ამას ჩვენ ხაზი გავუსვათ, როდესაც ჩვენი პატარა ქვეყანა დიდი ქვეყნის და კიდევ უფრო მნიშვნელოვან კონტრიბუციას იღებს, რომ გადაარჩინოს ევროპული სტრუქტურა", − განაცხადა თეა წულუკიანმა.
(NS)
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)