|
2019-04-10 15:24:55, 1647 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: ვართ მკვლელობის წინაშე - ტატუნაშვილი, ოთხოზორია და ბაშარული მსხვერპლთა სახელებია
„ჯერ ისევ ვიმყოფებით საქართველოს მოქალაქეების გატაცებების, წამებისა და მკვლელობის საფრთხის წინაშე. არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხაზორია და 18 წლის დავით ბაშარული ბოლოდროინდელ მსხვერპლთა სახელებია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა საპარლამენტო ასამბლეას „ოთხაზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მძიმე ჰუმანიტარული, სოციო-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის მაჩვენებელმა 5-6-ჯერ იკლო ოკუპაციის დღიდან. „ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია; ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. 300 ათას იძულებით ადგილნაცვალ პირზე მეტი ვერ ბრუნდება სახლში და ყოველ დღე განვიცდით მავთულხლართების, ოკუპირებული ტერიტორიების დეპოპულაციის, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ზოგადი მდგომარეობის პრობლემას, რაც სხვა არაფერია თუ არა ჰუმანიტარული კატასტროფა - ამ ტერმინის ყველა განზომილებით. ამ რეგიონების გაზრდილი მილიტარიზაცია სრული ტემპით მიმდინარეობს და ყოველწუთიერად იზრდება დეპოპულაციის მაჩვენებელი. მძიმე ჰუმანიტარული, სოციო-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის მაჩვენებელმა 5-6-ჯერ იკლო ოკუპაციის დღიდან. შედეგად მივიღეთ საქართველოს შუაგულში რუსეთის სამხედრო ბაზები. რამდენიმე კვირის წინ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - ირაკლი კვარაცხელია - უკანონოდ იქნა დაკავებული. ბუნდოვან გარემოებებში მისი გარდაცვალების მიზეზები კვლავ გაურკვეველია. ერთი რამ ნათელია: საქართველოს მოქალაქე უკანონოდ იქნა დაკავებული უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონოდ აგებულ სამხედრო ბაზაზე. აქვე მსურს მადლობა გადავუხადო საპარლამენტო ასამბლეას „ოთხაზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერისთვის. ყველანი უნდა დავირაზმოთ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების წინააღმდეგ, რათა არასოდეს შევურიგდეთ სამართლის უზენაესობის მიზანმიმართულ უგულვებელყოფას!“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)