04:31 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-05 10:45:10, 1775 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე - საპროცენტო განაკვეთები, განსაკუთრებით იპოთეკურ სესხებზე, უნდა შემცირდეს და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს

ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საპროცენტო განაკვეთები, განსაკუთრებით იპოთეკურ სესხებზე შემცირდეს და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "მოამბეში" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. 

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სამშენებლო სექტორის მნიშვნელობას, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს და განაცხადა, რომ ამ სფეროში დაბალპროცენტიანი შხების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ სამშენებლო სექტორში გვქონდეს დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხები ლარში, რათა მეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენი პოლიტიკაც სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ საპროცენტო განაკვეთები, განსაკუთრებით იპოთეკურ სესხებზე შემცირდეს და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბუნებრივია, ამ მიმართულებით ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ",  - აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics