|
2019-04-04 14:06:54, 1306 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი იზორიას: იკადრეთ, რომ ჯარსა და კორუფციაში ჩართულ ჩინოვნიკებს შორის ტოლობის ნიშანი დაგესვათ
თქვენ იკადრეთ და ტოლობის ნიშანი დასვით ქართულ ჯარსა და იმ ჩინოვნიკებს შორის, რომლებიც შესაძლოა ჩართული არიან კანონსაწინააღმდეგო ან კორუფციულ ქმედებაში, - ამ სიტყვებით ენმ-ს წევრმა სალომე სამადაშვილმა თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იზორიას უსმენენ. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებული განცხადებები ბევრად დამაზიანებელია ქართული ჯარისთვის, ვიდრე ოპონენტების შეკითხვები სამინისტროში არსებულ შესაძლო კაონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავსირებით. „სრულიად უპრეცედენტო შემთხვევის მომსწრე გავხდით ჩვენ ახლა აქ, ამ დარბაზში. როდესაც თქვენ ტოლობის ნიშანი დასვით ქართულ ჯარსა და იმ ჩინოვნიკებს შორის, რომლებიც შესაძლოა ჩართული არიან კანონსაწინააღმდეგო ან კორუფციულ ქმედებაში. ოპოზიცია კი დაადანაშაულეთ ქართულ ჯარზე თავდასხმაში მაშინ, როდესაც ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით. ასეთი პრეცედენტი მე არ მახსენდება ქართული სახელმწიფოს ისტორიაში, რომ თავდაცვის მინისტრს ეკადრებინა და ტოლობის ნიშანი დაესვა ქართულ ჯარს, საკუთარ თავსა და ჩინოვნიკებს შორის. თქვენ ფიქრობთ, რომ ამოეფარებით ქართულ ჯარსა და შეკითხვებს არ დავსვამთ კორუფციაზე ქართულ ჯარში?! არადა რომელი განცხადება უფრო დამაზიანებელია ქართული ჯარისთვის, თქვენი მთავარ სარდლისა და პრეზიდენტის, რომ ჩვენ დავბომბეთ მძინარე ცხინვალი და ამასთან დაკავშირებით არ მახსენდება დაფიქსირებული პოზიცია, თუ ჩვენი შეკითხვები კორუფცია არსებობს თუ არ არსებობს დღეს ჯარში. სირცხვილია და არანაირ პასუხს თქვენსას არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს“, - მიმართა სამადაშვილმა იზორიას.
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
ვლადიმერ ჭინჭარაულის მიღწევები - საქართველოს ბანკის კამპანია „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ გრძელდება
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი BOG-ის სტიპენდიით?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)