|
2015-06-23 15:46:07, 670 ნახვა
ეკონომიკა
დავით ონოფრიშვილი: ბიუჯეტის 140 მილიონი ლარით შემცირება საკმარისი არაა
დავით ონოფრიშვილი: ბიუჯეტის 140 მილიონი ლარით შემცირება საკმარისი არაა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის შეფასებით, ბიუჯეტის 140 მილიონი ლარით შემცირება საკმარისი არაა. ამის შესახებ დავით ონოფრიშვილმა ბიუჯეტის კორექტირების საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, იმისათვის, რომ წლის ბოლოს ბიუჯეტში გარღვევა არ აღმოჩნდეს, მისი შემცირება 200-300 მილიონით უნდა მომხდარიყო. „თუკი მთავორბა ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება ორი პროცენტი, 140 მილიონი ლარით ბიუჯეტის შემცირება საკმარისი არაა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ 200-300 მილიონით უნდა იყოს შემცირებული ბიუჯეტი, რათა დაბალანსდეს და წლის ბოლოს გარღვევა არ აღმოჩნდეს“, - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა. მისივე თქმით, ბიუჯეტის კორექტირება მნიშვნელოვნად დაგვიანდა და ხარჯების შემცირება სულ უფრო ძნელი იქნება. „უკვე ივნისის შუა რიცხვებია და პარლამენტში არ შემოსულა კორექტიორებული ვარიანტი. ფაქტია, რომ დრო გადის და ხარჯების შემცირება სულ უფრო და უფრო გაჭირდება. წლის პირველ ნახევართან ერთად, ეს ხარჯებიც გაწეული იქნება. ბიუჯეტის კორექტირება მნიშვნელოვნად დაგვიანდა, თუმცა პარლამენტში ხმის მიცემით, კორექტირებულ ბიუჯეტს სხვა ძალა აქვს და ცხადია ეს ხარჯები ვეღარ გაიწევა. თუკი ამ ხარჯების გაწევა მაინც მოხდება, ეს რა თქმა უნდა პრობლემებს შექმნის როგორც ბიუჯეტში, ასევე ლარის კურსთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა. მისივე ინფორმაციით, ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტში, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში შევა.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)