|
2019-04-01 19:43:02, 1441 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: სააკაშვილს შეეძლო, საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფიგურა გამხდარიყო, მაგრამ თავი ძალაუფლებაში დაკარგა
სააკაშვილს შეეძლო 21-ე საუკუნის საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფიგურა გამხდარიყო, მაგრამ მან თავი დაკარგა ამ ძალაუფლებაში და ავტორიტარული გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „შპიგელთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. „მიხეილ სააკაშვილმა რეფორმების პროცესი დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება და ამ კუთხით, მან მნიშნელოვანი როლი შეასრულა. მას შეეძლო 21-ე საუკუნის საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფიგურა გამხდარიყო ანდა შეიძლება არა მხოლოდ ერთი საუკუნისა. მაგრამ მან თავი დაკარგა ამ ძალაუფლებაში და ავტორიტარული გახდა, რამაც რეფორმები სხვა შუქში წარმოაჩინა. და, რა თქმა უნდა, მის ერთ-ერთ უდიდეს შეცდომას წარმოადგენდა, რომ ის ვერ გაუმკლავდა 2008 წლის ომის დროს რუსეთის პროვოკაციებს. ასე გადაიქცა „გაყინული“ კონფლიქტი ტერიტორიების უშუალო ოკუპაციად“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, უცხოეთში 2008 წლის ომზე სააკაშვილის პასუხისმგებლობას აღიარებენ. ზურაბიშვილი საქართველოში მკაცრად გაგაკრიტიკეს, როცა მან ამაზე მინიშნება გააკეთეთ. ამის თქმა ქვეყანაში დღემდე არაა შესაძლებელი? პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს იყო საარჩევნო კამპანიის ფარგლებში და ისე წარმოაჩნეს, რომ ომის დაწყებაში საქართველო დაადანშაულა „ეს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში იყო და ისე წარმოაჩინეს, რომ თითქოს მე ომის დაწყებაში საქართველო დავადანაშაულე, რაც სიმართლეს არ შესაბამება. ვფიქრობ, ქართველებმა ძალიან კარგად იციან, რომ მაშინ ჩვენი პროვოცირება მოხდა ძალიან ძლიერად და ჩვენ უნდა გვეცადა, შევწინააღმდეგებოდით ამას. შევძლებდით თუ არა ამას, ეს სხვა საკითხია. დღეს ჩვენ მსგავს მდგომარეობაში ვართ: ჩვენ პრაქტიკულად ყოველდღე პროვოკაციებს ვაწყდებით, მაგრამ ჩვენ სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ და რუსების წისქვილზე არ უნდა დავასხათ წყალი, რადგან ჩვენ ამგვარი ბრძოლის მოგებას ვერ შევძლებთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ამასთან, კითხვაზე, დღეს საქართველო უფრო დემოკრატიულია, ვიდრე სააკაშვილის დროს? ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „საქართველო გაცილებით დემოკრატიულია. მედია სრულიად თავისუფალია, და ოპოზიციურად განწყობილი მედია უფრო მეტია, ვიდრე მთავრობის ერთგული ანდა ოფიციალური მედია“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)