|
2019-03-27 16:53:10, 1847 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance-მა „თიბისი ბანკი“ საქართველოში სავალუტო კონვერტაციების სერვისების საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა
„ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა სავალუტო კონვერტაციების სერვისების მიმართულებით. საერთაშორისო აღიარება თიბისი ბანკმა ტრანზაქციების მოცულობის, ბაზრის წილის, გლობალური დაფარვის არეალის, მომხმარებლებისთვის შეთავაზებული გამორჩეული მომსახურების, კონკურენტული ფასებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით მიღწეული წარმატებისთვის მოიპოვა. წელს Global Finance-მა სავალუტო კონვერტაციების სერვისების საუკეთესო პროვაიდერი ფინანსური ინსტიტუტები უკვე მე-19-ედ დაასახელა მსოფლიოს 114 ქვეყანაში. დაჯილდოებისთვის სპეციალურად შერჩეულ ჟიურის წევრებს ეკონომიკის ანალიტიკოსები და ტექნოლოგიების ექსპერტები წარმოადგენდნენ. „სავალუტო ტრანზაქციებთან დაკავშირებული ჯილდოები იმ ფინანსურმა ინსტიტუტებმა მიიღეს, რომლებმაც კარგი ანალიზისა და სწრაფი რეაგირების წყალობით შეძლებს მომხმარებლების მხარდაჭერა სავალუტო-საბაზრო ცვლილებებთან ადაპტირების მიმართულებით", - განაცხადა ჯოზეფ გიარაპუტომ, „Global Finance"-ის გამომცემელმა და სარედაქციო დირექტორმა. საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი „Global Finance" 1987 წელს დაარსდა და ის 50,000-იანი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. „Global Finance"-ის მკითხველებს წარმოადგენენ ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საინვესტიციო და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე. ჟურნალის ვებ-გვერდზე (GFMag.com) გამოქვეყნებული სტატიები და ანალტიკური მასალა ასახავს 32-წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე და მკითხველს სთავაზობს მნიშვნელოვან ინფორმაციასა და მონაცემებს 192 ქვეყნის შესახებ. ჟურნალის მთავარი ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს, მისი ფილიალები კი წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში. საერთაშორისო გამოცემამ თიბისი ბანკი სავალუტო კონვერტაციების სერვისების საუკეთესო პროვაიდერად უკვე მესამედ დაასახელა.
(R)
თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
კობახიძე - რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ზუგდიდში
მსოფლიოში პირველად უკრაინულმა ლაზერულმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ „ბლისკმა“ რუსული გერანის ტიპის დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



