|
2019-03-25 13:17:33, 10942 ნახვა
კულტურა
ნინო სურგულაძის ტრიუმფს ბელგიის სამეფო თეატრში მსოფლიო პრესა განიხილავს
„ეს არის ფაქტი, თუ რატომ სურდა ვერდის თავდაპირველად თავისი ოპერისათვის “ამნერისის” წოდება“, – ასეთ მნიშვნელოვან შეფასებას აკეთებს ცნობილი გერმანელი კრიტიკოსი, ბარბარა რიოდერი „აიდას“ პრემიერაში ნინო სურგულაძის ხილვის და მოსმენის შემდეგ. მსოფლიო პრესა და კრიტიკა ერთხმად აღნიშნავს ნინო სურგულაძის დიდ წარმატებასა და მის გამორჩეულობას. იმდენად ბუნებრივია კრიტიკოსების შეფასებები, რომ გასმენინებს მუსიკას, გასწრებს სპექტაკლს, გატარებს სიღრმეებში. იმდენად ხილულია მოქმედება, რომ ეხები ემოციას და თვალწინ წარმოგიდგება “ამნერისი” თავისი დიდი განცდებით. მსოფლიო კრიტიკის შეფასებებს ყურს უგდებს და თვალს ადევნებს მსოფლიო საოპერო სამყარო, ისინი ქმნიან რეალურ განწყობას და აკეთებენ ხშირ შემთხვევაში პროფესიონალურ დასკვნებს. ფრანგმა კრიტიკოსმა ჟაკ ოლბესმა, ნინო სურგულაძის ხმის განუმეორებელ ელფერს, ამნერისის პარტიის უბადლო შესრულებისთვის, მომღერლებს შორის „პირველობის პალმის” წოდება თამამად მიაკუთვნა. სულ ცოტა ხნის წინ, ბელგიის სამეფო თეატრში „აიდას“ პრემიერა შედგა. ნინო სურგულაძე მაყურებლისა და მსმენელის წინაშე „ამნერისის” პარტიით წარდგა. ხუთმა საპრემიერო სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა. "აიდას დამდგმელი რეჟისორი გამოცდილი და ცნობილი სტეფანო მაცონისი და ქალი დირიჟორი სპერანცა სკაპუჩი გახლდა. ეს უკანასკნელი უდიდესი წარმატებით მოღვაწეობს მსოფლიოს წამყვან სცენებზე. გამოირჩევა დიდი მუსიკალური და არტისტული ტემპერამენტით, პროფესიონალიზმითა და შარმით. იგი „ვიტორიო დე სიკა“ – მუსიკისათვის 2017 წელს, იღებს პრემიას სხვა დიდი კინოსა და ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენლების გვერდით, სპერანცა სკაპუჩიმ იმავე წელს იდირიჟორა ვენის„ოპერნ ბალზე“ ცნობილ ტენორ იონას კაუფმანის მონაწილეობით. დადგმაშიმონაწილეობდალეგენდარულიტენორიმარჩელოჯორდანირადამესისპარტიით, რომელიცწლებისმანძილზეყველადიდითეატრისწამყვანიტენორიიყო, მათშორისნამღერიაქვსორასამდესპექტაკლი „მეტროპოლიტენ“ ოპერაში. ხოლო“აიდას” პარტიასამერიკელი (კუბურიწარმოშობის) სოპრანო ელეინალვარესიასრულებდა. ამპარტიაშიესმისთვისდებიუტიიყობოლოსპექტაკლიგადაიცემულიქნა, ცნობილიინტერნეტპორტალით “Kuktur Box” პირდაპირიეთერით franc TV ისმონაწილეობით, რომელსაცმთელიმსოფლიოდანადევნებდნენთვალყურსოპერისმოყვარულები, ასევეუახლოესმომავალშიგამოიცემაამდადგმის DVD ვერსია. აღსანიშნავი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ეს მოვლენა მუსიკალურიკრიტიკოსების ყურადღების ქვეშ მოექცა და ბელგიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, დიდი ბრიტანეთიდან , პოლონეთიდან დაიტალიიდან უამრავი კრიტიკული და საინტერესო სტატია დაიწერა ცნობილ ინტერნეტპორტალებსა თუ ჟურნალ-გაზეთებში.
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)