|
2015-06-22 15:05:32, 695 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა 10 მილიონი დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს
„თიბისი ბანკმა“ და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა (BSTDB) 10 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საბრუნავი სახსრებისა და ინვესტიციების დასაფინანსებას მოხმარდება, განსაკუთრებით ეკონომიკის ისეთ სექტორებში, რომლებიც ხელს უწყობს რეგიონალური ვაჭრობის განვითარებასა და დასაქმებას. „მოხარული ვართ, გავაღრმავოთ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორ თიბისი ბანკთან. 2003 წლიდან დღემდე მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მიზნით ჩვენ უკვე მესამე ხელშეკრულება გავაფორმეთ. ეს თანამშრომლობა ცხადყოფს BSTDB-ის მუდმივ მზაობას, მხარში დაუდგეს საქართველოს ეკონომიკასა და საბანკო სექტორს. მცირე ბიზნესი საბაზრო ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულებაა, შესაბამისად ამ მიმართულების ხელშეწყობა BSTDB -ის ძირითად ამოცანას წარმოადგენს როგორც საქართველოში, ისე რეგიონის სხვა ქვეყნებში“, - განცხადა BSTDB ბანკის პრეზიდენტმა Ugur Delikanli-მა. „მივესალმებით შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობის გაღრმავებას. აღნიშნული რესურსის საშუალებით ჩვენ შევძლებთ, გააფართოოთ ჩვენი პოზიციები მცირე და საშუალო ბიზნესსექტორში. ამ ტრანზაქციით კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორივე ინსტიტუტისთვის მცირე და საშუალო ბიზნესი. მზად ვართ, მომავალშიც წარმატებით ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც წარმოდგენილია 11 ქვეყანაში. BSTDB ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონის ქვეყნების ურთიერთ-თანამშრომლობას როგორც სესხების, საკრედიტო ხაზებისა და კაპიტალის მიწოდების, ისე პროექტებისთვის გარანტიების შეთავაზებისა და საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების დაფინანსების გზით, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში.
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)