13:01 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 21:00:05, 3376 ნახვა

სამხედრო
პედრო სერანომ „არმიჰოლში“ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისთვის ლექცია გამართა

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში პედრო სერანო იმყოფება. დღეს ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა.

არმიჰოლში შეკრებილ თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს პედრო სერანო თავდაცვის მინისტრმა წარუდგინა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში მკაფიო გზავნილია, როგორც ჩვენთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისათვის, რომ ქვეყნაში რეფორმების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და სხვა მიმართულებებთან ერთად, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას ევროკავშირი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს.  

პედრო სერანომ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისთვის ლექცია თემაზე - „ევროკავშირი: საქმიანობა მსოფლიოს მშვიდობისთვის“  გამართა და  აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი არსებულ გამოწვევებთან გამკლავება. მისი განცხადებით, კონვენციურ საფრთხეებთან ერთად ევროკავშირი ჰიბრიდული გამოწვევების დაძლევასაც დიდ მნიშვენლობას ანიჭებს. სერანომ ყურადღება გაამახვილა კიბერსაფრთხეებზე და სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობაზე დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში. 

ლექციის თემა ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებებსა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობის მექანიზმებსაც  შეეხო. პედრო სერანოს განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და აფასებს საქართველოს წვლილს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში. 

პედრო სერანოს ლექციას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

დღესვე, ლექციის წაკითხვამდე პედრო სერანომ და თავდაცვის მინისტრმა არმიჰოლში ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრმოლობის მნიშვნელობაზე ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics