|
2015-06-20 17:06:13, 696 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრი სტიქიის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის დაკრძალვას დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური კასპის რაიონ სოფელ აღაიანში სტიქიის დროს დაღუპული შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის 1-ლი სახანძრო-სამაშველო ნაწილის უმცროსი ინსპექტორის, მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის დაკრძალვას დაესწრო და ოჯახს მიუსამძიმრა. „მინდა პირველ რიგში მივუსამძიმრო ზურას ოჯახს. ის იყო ჩვენი შს სამინისტროს დიდი ოჯახის წევრი. ის ღვარცოფის მოვარდნის მომენტიდან ადგილზე იმყოფებოდა და 7 ადამიანი გადაარჩინა, თუმცა სამწუხაროდ, თვითონ ვეღარ შეძლო გამოსვლა და დაიღუპა. ეს ადამიანი საქართველოს ნამდვილი გმირია. მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციის იმ თანამშრომლებს, ვინც მონაწილეობდა სამაშველო სამუშაოებში, ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიჭებს, ვინც წვლილი შეიტანა ადამიანების გადარჩენაში", - განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. დაკრძალვას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები. პრემიერ-მინისტრმა ზურაბ მუზაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი თავდადებისთვის სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა. ღარიბაშვილმა სახელმწიფო ჯილდო „სამოქალაქო თავდადებისთვის“ მაშველის მამას გადასცა. ცნობისთვის, მიმდინარე წლის 13 ივნისს, თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში წარმოქმნილი წყალდიდობის დროს, ზურაბ მუზაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შვიდი მოქალაქე და თავისი მეწყვილე გადაარჩინა. მაშველმა სტიქიის დროს სამი ადამიანი და მათთან ერთად თავისი მეწყვილე გადაარჩინა, სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ კი, დისლოკაციის ადგილისკენ დაბრუნებისას წყალში შეამჩნია სამარშრუტო ტაქსი, ოთხი მგზავრით. მან ოთხივე მოქალაქე უსაფრთხო ადგილას გამოიყვანა, თუმცა თვითონ ვეღარ მოახერხა თავის გადარჩენა და გარდაიცვალა.
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)