23:28 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 15:16:12, 460 ნახვა

საზოგადოება
გეოლოგიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტებმა სტიქიის ზონა დაათვალიერეს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, გეოლოგიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტებმა წყნეთი- ბეთანიის გზის მონაკვეთზე არსებული სტიქიის ზონა დაათვალიერეს.

სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ადგილზე,  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრთან გიგლა აგულაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ,  გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებთან ერთად დეტალურად დაეთვალიერებინათ  სტიქიის ზონა და დარგის სპეციალისტებთან განეხილათ მიზეზ-შედეგობრივი საკითხები.

„გეოლოგია საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია, აქედან გამომდინარე  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივაა, რომ გეოლოგიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტები ინტენსიურ კავშირში იყვნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტთან და თეორიულ ცოდნასთან ერთად, მეწყრული ზონების ადგილზე შესწავლით მიიღონ პრაქტიკული განათლება“, - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარდაიცვალა პუტინისტი და უკრაინული შოუ „X-ფაქტორის“ ყოფილი მოსამართლე სერგეი სოსედოვი
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპა გააფრთხილა აშშ-სა და ისრაელის მხარდაჭერის შედეგების შესახებ
ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთს ენერგეტიკულ სექტორზე საპასუხო დარტყმებით დაემუქრა
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics