|
2019-03-02 14:40:31, 3992 ნახვა
ეკონომიკა
დეპუტატებს, რომლებმაც ბრიტანელი ლობისტის წერილი გაასაჯაროვეს, შესაძლოა, პირადი ინტერესი ჰქონდეთ - მოკვლევა
დეპუტატებს, რომლებმაც საქართველოს ბანკის წინააღმდეგ ერთკაციანი კომპანიის წერილი გაახმაურეს, შესაძლოა, პირადი დაინტერესება ჰქონდეთ. როგორც "ექსპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, MICHAEL O'KEEFE ASSOCIATES LIMITED - ი არის PR-კომპანია, რომელიც ლობისტობით არის დაკავებული. კომპანიის ოფისის რეგისტრირებული მისამართია: 18 სანიმედი, ჩიგველი, გაე რთიანებული სამეფო და აღსანიშნავია, რომ კომპანია შექმნილია 2018 წლის 1-ელ აგვისტოს, პირველი ანგარიში შექმნილია 2019 წლის 31 დეკემბრამდე.
კომპანიის შემქმნელი, დირექტორი, ოფის მენეჯერი MICHAEL O'KEEFE ASSOCIATES LIMITED - ის დამფუძნებელი მაიკლ ოკიფია. განაწესში ბრიტანეთის მოქალაქეს უწერია, რომ კომპანიის დამფუძნებელი მაიკლ ოკიფი და პარტნიორები არიან, თუმცა აღნიშნულ კომპანიას პარტნიორები არ ჰყავს. წერილი რომელიც ქართველ დეპუტატებს დავით ჭიჭინაძეს, ირაკლი კოვზანაძეს და პაატა კვიჟინაძეს დაეგზავნათ, შეგნებულად შეცდომითაა შედგენილი, რათა დავის წამოწყების შემთხვევაში, ლონდონის სასამართლოში პიარის და ლობიზმის კომპანიამ პასუხი არ აგოს. მაგალითად წერილში ოფიციალურად მითითებულია ლათუინური დიდი ასოებით კომპანიის დასახელება, MICHAEL O'KEEFE ASSOCIATES LIMITED რაც სამართლებრივად გამართული არაა და კომპანიის სახელწოდება ასე ჟღერს - Michael O'Keefe Associates Limited. გარდა ამისა, "ექსპრესნიუსმა" დააგდინა, რომ Michael O'Keefe Associates Limited-ი პიარისთვის და ლობისტობისთვის აიყვანა, BGEO Group Limited-თან დავაში მყოფმა ბიზნესმენმა, რომან ფიფიამ. Michael O'Keefe Associates Limited -მა შეადგინა ვრცელი წერილი, იმ პრეტენზიებზე, რომელიც BGEO Group Limited-თან გააჩნია და ქართველ პარლამენტარებს ასევე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გამოუგზავნა. Michael O'Keefe Associates Limited წინა საქმიანობებიდან ჩანს, რომ ლობისტობაში კომპანია ფულს იხდის. "ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, წერილის გახმაურებისთვის Michael O'Keefe Associates Limited -მა რამდენიმე ათასი ფუნტ სტერლინგი გამოყო. წერილის ადრესატებამდე მისვლაში ჩართული იყვნენ ქართული პიარ კომპანიების წარმომადგენლებიც. ისინი კოორდინირებდნენ წერილის მედიით გახმაურების საკითხს. წერილში აღნიშნულია, რომ „ევროკავშირში დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელიც ფლობს Bank of Georgia plc გარკვეულ ფასიან ქაღალდებს LSE-ზე, დამავალა ჩამეტარებინა Bank of Georgia plc შესახებ შესაბამისი KYC (იცნობდე შენს მომხმარებელს) პროცედურები. ამის შედეგად, მე აღმოვაჩინე ფინანსური შეუსაბამობის და ბანკის მიერ გადაცდომების მაიდენტიფიცირებელი მტკიცებულებები და ანგარიშები, რომელიც მოიცავს ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულების არშესრულებას, რაც არის მოთხოვნილი საერთაშორისო ფინანასური ანგარიშების სტანდარების (IFRS) და ფინანასური მართვის ორგანოს (FCA) წესების და რეგულაციების მიერ შესაბამისად ევროკავშირში და დიდ ბრიტანეთში და ამის შედეგად გარკვეული თაღლითური საქმიანობა“, - ნათქვამია წერილში. სწორედ ეს ძირითადი პრეტენზიები აქვს რომან ფიფიას BGEO Group Limited-თან და სასამართლო დავა ამ საკითხზე ლონდონში მიმდინარეობს. ქართველი პოლიტიკოსების ამ პროცესში ჩართვა, კი შესაძლოა, ბრიტანული მართლმსაჯულების მიერ განხილული იქნას, როგორც ჩარევა. შეუსაბამობაა დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადება, რომ არაპროფილურობის გამო დელისტინგი მოხდება, 1. არაპროფილურ საქმიანობას "საქართველოს ბანკი" არ ფლობს და ამას რეგულატორი აკონტროლებს. 2. დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობა არეგულირებს ამ საკითხს და იმის მტკიცება, რომ არაპროფილური საქმიანობის ფლობა წინააღმდეგობაშია ევროპის და დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობასთან, არასერიოზულია.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|







epn.ge (@expressnews.ge)