22:42 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-19 11:27:10, 423 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, შშმ ბავშვებს რეაბილიტაციის კურსი ჩაუტარდათ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტრო, უკვე მეორე წელია ახორციელებს „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციის“ პროგრამას.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა ითვალისწინებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების ბათუმის სადღეღამისო სარეაბილიტაციო ცენტრებში 15 დღიანი სამკურნალო და სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას, რომელიც მუნიციპალიტეტებში მსგავსი მომსახურების მიმწოდებლების არარსებობის გამო მათთვის ხელმიუწვდომელია.

15 დღიანი კურსის განმავლობაში ხორციელდება შშმ ბავშვთა სამედიცინო მეთვალყურეობა, მათ საჭიროებებზე მორგებული სწავლება, ფსიქოლოგიური დახმარება, სადღეღამისო მომსახურება კვებით, სოციალური უნარ-ჩვევების სწავლება, საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ოჯახურთან მიახლოებული გარემოს შექმნის მიზნით ბენეფიციარების პროგრამაში ჩართვა ხორციელდება მშობელთან ან ოჯახის სრულწლოვან წევრთან ერთად.

2015 წელს, პროგრამით უკვე ისარგებლა 16-მა შშმ ბავშვმა, წლის განმავლობაში სარეაბილიტაციო კურსი ჯამში 40 ბენეფიციარს დაუფინანსდება. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 36 000 ლარს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics