|
2015-06-19 00:57:28, 351 ნახვა
საზოგადოება
პირველადი მონაცემებით, ახალი თანამედროვე ზოოპარკის ღირებულება 22 მილიონამდე ევროს შეადგენს
13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად მდინარე ვერეს ხეობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, მზიურში მიმდინარე საძიებო და გაწმენდით სამუშაოებში მეხანძრე მაშველთა 300 კაციან და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200 კაციან ჯგუფთან ერთად აქტიურად მონაწილოებდნენ მოხალისეები, რომელთა რიცხვი 600-ზე მეტია. მოხალისეთა კოორდინაცია ადგილზე ხორციელდებოდა შსს-ის და მერიის წარმომადგენელთა მიერ. მისივე თქმით, გრძელდება ზოოპარკის ტერიტორიის დასუფთავება და მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა. ბოლო მონაცემებით, კვლავ დაკარგულად ითვლება ერთი მცირე ზომის ვეფხვი და ერთი აფთარი. პრემიერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა მაქსიმალური სიფრთხილისა და ყურადღებისკენ. საგანგებო შტაბის წევრებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა შემოწირულობების სახით მობილიზებული თანხის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მისი განცხადებით, შემოწირულობა 6 მილიონ ლარს აჭარბებს, გარდა ამისა, მობილიზებულია 120 ათასი დოლარი ასევე კერძო პირებისაგან. „რაც შეეხება დონორ ორგანიზაციებს, ევროკავშირი 3 მილიონ ევროს გამოყოფს სახლების ასაშენებლად; მსოფლიო ბანკი და გაეროს განვითარების პროგრამა სამი მიმართულებით დაეხმარება - ჰუმანიტარული დახმარება, ზიანისა და დანაკარგების შეფასება, საშუალო და გრძელვადიანი რისკების მართვა. აღნიშნული ორგანიზაციების ექსპერტები მზად არიან დახმარებისთვის. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო გვთავაზობს მდინარე ვერეს გასწვრივ ტერიტორიის გეოლოგიურ შესწავლას, ასევე ზოოპარკის დახმარებას. აზიის განვითარების ბანკი მზად არის, ამ ეტაპზე, მოკლევადიან პერიოდში 11 მილიონი დოლარის რესურსი გამოგვიყოს. ეს თანხა პირველ ეტაპზე მოაკლდება თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალს, თუმცა ის შემდეგ შეივსება და მაგისტრალის მშენებლობა არ შეფერხდება. ისინი ასევე მზად არიან, გვესაუბრონ 57 მილიონის იაფ რესურსზე. შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი მზად არის, გამოყოს 50-დან 100 ათას დოლარამდე ზოოპარკის რეაბილიტაციისთვის. შვედეთის საელჩო მზად არის, ექსპერტები და გეოლოგები ჩამოიყვანოს, რომლებიც დაგვეხმარებიან. გერმანიის მთავრობას გავუგზავნეთ საჭიროებათა ანალიზი და ისინი მზად არიან ჰუმანიტარული დახმარებებისთვის,“–აღნიშნა ნოდარ ხადურმა. საგანგებო შტაბის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ არსებობს ახალი ზოოპარკის პროექტი. პირველადი მონაცემებით, ახალი თანამედროვე ზოოპარკის ღირებულება დაახლოებით 22 მილიონი ევროა და ის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)