22:42 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 19:10:41, 426 ნახვა

საზოგადოება
სტიქიით დაზარალებულებს, შესაძლოა, სამომხმარებლო სესხი ჩამოეწეროთ

თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სამომხმარებლო სესხები, სავარაუდოდ, ჩამოეწერებათ. 

მთვრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბანკო სექტორის ეს ინიციატივა დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, რომელიც 7 კომერციული ბანკის წარმომადგენლებმა ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიასა და თბილისის ვიცე-მერ დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართეს.
ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე კომერციულმა ბანკებმა გამოთქვეს სურვილი, განიხილონ გარკვეული შეღავათები და მათ შორის დაზარალებული პირებისთვის სამომხმარებლო სესხების პატიების თემა, რის შესახებაც თავად განაცხადებენ.
გარდა ამისა, საბანკო სექტორი სერიოზულ დახმარებას გეგმავს არა მხოლოდ სესხების, არამედ დედაქალაქის მერიისა და დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით.
 „საბანკო სექტორი დაზარალებული მოსახლეობის სოლიდარობის მხრივ ერთიანია. დაზარალებული მსესხებლების 80-85 პროცენტი დადგენილია და ყველა ის შეღავათი, რომელიც შეიძლება იყოს ჩამოწერით დაწყებული, საბანკო სექტორის მიერ გამოყენებული იქნება“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ.
 „ვითიბი“ ბანკი დახმარებას ოთხჯერ, 209 000 ლარამდე ზრდის. ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ინფორმაციით, ანალოგიური გეგმები აქვთ სხვა კომერციულ ბანკებსაც.
შეხვედრაზე ასევე განხილული იყო იმ ფონდების განკარგვის საკითხი, რომელიც დღეს ბანკებში აკუმულირდება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შემუშავებული იყოს გამჭვირვალე მექანიზმი, რათა ყველა შემომწირველმა იცოდეს, რომ ყველა თეთრი მიზნობრივად დაიხარჯა დაზარალებული პირების საჭიროებებზე ან ქალაქის ინფრასტრუქტურის აღდგენაზე“, - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეხვედრაზე, საბანკო სექტორს მხარდაჭერისთვის, პრემიერ-მინისტრის სახელით, ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics