06:19 - 26 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 13:34:37, 1113 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი გოცირიძეს: „ქურდული გარჩევაც“ თქვენთან მოიკითხეთ, სადისტობაც, არაკომპეტენტურობაც და თავსგასულობაც

„ქურდული გარჩევაც“ თქვენ მხარეს მოიკითხეთ, სადისტობაც თქვენ მხარეს მოიკითხეთ, არაკომპეტენტურობაც და თავსგასულობაც, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ „TBC-ს სასამართლო ივანიშვილის სასახლეში შედგა და იმ "ქურდული გარჩევის" დროს მამუკა ხაზარაძე 100:0 დამარცხდა“.

ვოლსკის შეფასებით, გოცირიძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

„ეს არ არის მხოლოდ ემოცია. ეს არის კომპეტენტური ადამიანის არაკომპეტენტური გამოსვლა განგებ იმ განზრახვით, რომ შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. ჯერ ერთი J.P. Morgan-ის ხსენება ისე, რომ შეეშინდა რაღაც ქურდული გარჩევის, არის არაკომპეტენტური განცხადება და არაეთიკურიც. მეორე საკითხი არის ის, რომ სასამართლოდან სარჩელი გამოაქვს, იმიტომ რომ ზუსტად იცის რაც მოხდა. მესამე არის ის, რომ თვითონ მამუკაც არ უარყოფს ამ თემას. ამბობს, რომ არ იცოდა. ფაქტი არის იმდენად ნათელი და თვალსაჩინო, რომ ამაზე კამათი არ შეიძლება. ასე შებრუნება თუ შეიძლებოდა  საკითხის, რომ თურმე აქციონერთა საბჭოს შეეშინდა და საქართველოს სასამართლოდან გამოიტანა საჩივარი, არა იმიტომ რომ ხედავს, რომ რაღაც არ არის წესრიგში, არამედ იმიტომ, რომ თურმე რაღაც შუშის სასახლეების ხსენება, არაეთიკურია. ქურდული გარჩევაც თქვენ მხარეს მოიკითხეთ, სადისტობაც თქვენ მხარეს მოიკითხეთ, არაკომპეტენტურობაც და თავსგასულობაც. მით უმეტეს, არ შეიძლება ესე ყველაფრის ჩამოკიდება იმაზე, რასაცა თქვენი პოლიტიკური ინტერესი ჰქვია. არსებობს სახელმწიფო ინტერესიც და ხანდახან ამაზეც უფრო სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ“, - მიმართა გია ვოლსკიმ რომან გოცირიძეს.

 

 

მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკიდან“ მიდის

 

„თიბისი ბანკი“ და ეროვნული ბანკი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

 

ეროვნული ბანკი - „თიბისის“ გადაწყვეტილება ბანკზე დადებითად აისახება

 

„თიბისი“ ეროვნულ ბანკთან სასამართლო დავებს წყვეტს და ჯარიმის სახით 1 მილიონ ლარს გადაიხდის

 

ხაზარაძესთან ერთად თიბისი ბანკს ბადრი ჯაფარიძეც ტოვებს





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ აზარტული თამაშების სფეროსთვის შეღავათების დამწესება ოცნებას კრიმინალურმა სამყარომ დაუკვეთა
სასამართლომ დიზაინერი ზალიკო ბერგერი მსახიობ ია ფარულავას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა
პოლონეთმა ნატოს შესთავაზა, რომ უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდება დაიწყოს
ყირიმის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სხვა ხიდების განადგურება, რომლითაც რუსეთი ნახევარკუნძულს და მის ჯარებს ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics