|
2019-02-20 19:35:51, 3282 ნახვა
სამხედრო
იზორია: ტყუილია, თითქოს სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი და კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე ჩაშალა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯარისკაცების კვებითი და სანივთე პროდუქტებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა. როგორც ლევან იზორიამ გორში, I ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ჯერ გამოაცხადა და შემდგომ კი, კორუფციული მიზნებით, ჩაშალა ტენდერი სიმართლეს არ შეესაბამება. „ტყუილია, თითქოს, თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი და კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე ჩაშალა. მარტო ის ფაქტი, რომ ტენდერი თავდაცვის სამინისტროს არ ჩაუტარებია აქარწყლებს ყველანაირ ეჭვს, რომელიც ყველაზე მტკივნეულ და ჩემთვის ყველაზე მთავარ თემას - კორუფციას უკავშირდება. გთხოვთ, რომ მსგავს თემებს დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ. რაც შეეხება პროცედურას, როდესაც გარკვეული პროდუქციის შესყიდვის დროს ტენდერი ჩაიშლება, უწყვეტი მომარაგების ინტერესებიდან გამომდინარე, კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ გაგრძელდეს ხელშეკრულება იმ კომპანიასთან, რომელთანაც ძველი ტენდერის საფუძველზე გაფორმებული იყო ხელშეკრულება. სწორედ ძველი ტენდერის პირობებით, ჩვენ გავაგრძელეთ ხელშეკულება, ვიდრე ტენდერში ახალი კომპანია არ გამოვლინდება, იმ სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად, რომელსაც უკვე კონსოლიდირებული ტენდერი ითვალისწინებს, რომლესაც კიდევ ერთხელ ვამბობ თავდაცვის სამინისტრო არ უკეთებს ორგანიზებას“, - განმარტა ლევან იზორიამ. თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცების სანივთე პროდუქტების მომარაგებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გასული წლებისგან განსხვავებით თავდაცვის ძალები სანივთე პროდუქტებით 100 პროცენდით მარაგდება. „ჟურნალისტების თანამონაწილეობით საზოგადოებას ვაჩვენეთ, რომ ამ შემთხვევაშიც გაჟღერდა მცდარი ინფორმაცია. მინდა გითხრათ სიამაყით, სხვა წლებისგან განსხვავებით, ჩვენ სანივთე პროდუქტების, მათ შორის, ფორებისა და ბათინკების 100 პროცენტიანი მარაგი გვაქვს. მეტსაც გეტყვით, თუ ამ დრომდე ჯარისკაცების მომარაგება ხდებოდა წელიწადში ერთხელ, ახლა, თავდაცვის ძალებს სანივთე ქონებით, ორ წელიწადში სამჯერ ვამარაგებთ. რაც შეეხება ბათინკებს, რომელიც ახალი ტენდერის პირობებშია შეძენილი, მათი ხარისხი ნატოს სტანდარტებს შეესაბამება“, -განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
(NS)
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)