15:03 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-20 17:02:23, 1224 ნახვა

კომენტარი
ბიზნესომბუდსმენი - მზად ვარ შევხვდე TBC-ს დამფუძნებლებს, თუ აქვთ ინფორმაცია, რომელიმე უწყებიდან ზეწოლის შესახებ

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მზად არის "თიბისი ბანკის" ერთ-ერთ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეხვდეს. 

ლექვინაძის განმარტებით, მას სურს ბანკის დამფუძნებლებისგან მოისმინოს შექმნილი ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია. 

„მე, პირველ რიგში, ვეყრდნობი იმ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც ოფიციალურად გაკეთდა. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მზაობას, პირადად შევხვდე ბანკის დამფუძნებლებს, თუ მათ აქვთ დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი უწყებიდან ხდება გარკვეული ზეწოლა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამ ფონმა მნიშვნელოვნად არ უნდა დააზარალოს ის საინვესტიციო ფონი, რომელიც არსებობს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, რადგანაც ნებისმიერმა არასწორად ინტერპრეტირებულმა ინფორმაციამ, შეიძლება არასწორი განცდები გამოიწვიოს ინვესტორებში“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics