22:42 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 17:27:28, 394 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ დევნილ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ორი დევნილი ოჯახი მოინახულა. აფხაზეთიდან დევნილი იამზე მაისაიას ოჯახი სასტუმრო  „ხიბლშია“ განთავსებული, ხოლო მარინა გერგედავას ოჯახი სასტუმრო „444“-ში.  
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. 
მათივე ცნობით, მინისტრთან შეხვედრისას დევნილმა ოჯახებმა სტიქიის ღამე გაიხსენეს და გადარჩენისათვის  მადლობა მაშველებს გადაუხადეს. 
ამასტან, უწყების ინფორმაციით, სოზარ სუბარმა დევნილ ოჯახებს  მთავრობის გადაწყვეტილება გააცნო. 
მინისტრის განცხადებით, თუ მათი სახლები რეაბილიტაციას დაექვემდებარება ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს, სხვა შემთხვევაში კი დაზარალებულებს ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს. 
სტიქიის შედეგად დაზარალებულ  დევნილ ოჯახებს სამინისტრო ერთჯერად ფულად დახმარებასაც გაუწევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატეს
RBC-Ukraine: აზერბაიჯანმა და თურქეთმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის სანქციების მოხსნას რუსი მილიარდერის, უსმანოვის წინააღმდეგ
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics