|
2019-02-19 18:04:38, 3187 ნახვა
სამხედრო
საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ გადასროლისწინა საჩვენებელი სწავლება გაიმართა
საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ გადასროლისწინა საჩვენებელი სწავლება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლებას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ და პრაქტიკულ სწავლებებში თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობას გაეცნენ. „ალგეთში“ ავღანეთში გადასროლისწინა მომზადებას საქართველოს თავდაცვის ძალების 43-ე ქვეითი ბატალიონი გადის, რომელშიც თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობენ. დღეს მათ სწავლების ფარგლებში გამართულ ჩხრეკა-კორდონის ოპერაციაში ავღანეთის ადგილობრივი მოსახლეობა განასახიერეს. დრამის ფაკულტეტის დეკანი გიორგი შალუტაშვილი, რეჟისორები - გიორგი სიხარულიძე და იოსებ ნემსაძე საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებსა და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს გაესაუბრნენ. 43-ე ქვეითი ბატალიონი საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ შუალედურ შეფასებას გადის. სწავლებას სამშვიდობო ოპერაციების წვრთნების მომზადების ცენტრი, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, ხელმძღვანელობს. საველე წვრთნები ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობას, კონტაქტზე რეაგირებასა და სხვა სამშვიდობო ამოცანას მოიცავს. ბატალიონის სწავლება საქართველოში 22 თებერვალს დასრულდება. საქართველოში შეფასების შემდეგ, გადასროლისწინა სწავლების ფარგლებში, სამხედროები დასკვნით სწავლებას გერმანიაში გაივლიან, შემდეგ კი, ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგებიან.
(NS)
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)