15:03 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 13:01:05, 1222 ნახვა

კომენტარი
ბობოხიძე - აკაკი ზოიძე შევარდნაძის დროს ვიცე-პრემიერი იყო და ხალხს არწმუნებდა, ბანკში ანაბრები შეეტანათ

„მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ ბატონი კაკი [აკაკი ზოიძე] პირველად არ ატყუებს ხალხს, როგორც მაღალი რანგის პოლიტიკოსი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ საპენსიო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს დეპუტატი აკაკი ზოიძე სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო და ხალხს არწმუნებდა, ბანკში ანაბრები შეეტანათ.

„ის შევარდნაძის ხელისუფლების დროს იყო სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ანუ ვიცე-პრემიერი. ბატონო კაკი, თქვენზე უფრო მაღალი ავტორიტეტის პიროვნება გვარწმუნებდა, რომ თუ ანაბრებს შევიტანდით ბანკში, გასამმაგდებოდა და გასამმაგდა, შემდეგ კი გვექნებოდა უზრუნველი და ღირსეული სიბერე. რაც მაშინ დამართეთ ხალხის ანაბრებს, ზუსტად იგივეს დამართებთ დღეს და არ გაგახსენებდით იმ წარსულს, რომ იგივე გზას არ ადგეთ დღეს - მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრას და მოსახლეობის კიდევ ერთხელ მოტყუებას. თქვენ, ჭკვიანები, ეუბნებით ხალხს, რომ „თქვენ არ გყოფნით გონიერება და თქვენთვის არის კარგი, რომ საპენსიო ფონდში ფული შეიტანოთ“, თავად თქვენ დანაზოგები ანაბრებზე გაქვთ განთავსებული. თუ მაინცდამაინც უნდა აიძულოთ ხალხი და თქვენ არჩევანი ანაბრების სასარგებლოდ გააკეთეთ, იქნება ანაბრებზე მაინც აიძულოთ ხალხს და არა თაქვენ წაართვათ ფული ძალიან დიდი ხნით, შეიძლება განუსაზღვრელი ვადით და მუდმივად სარგებლობისთვის. ბატონი კაკის მთავრობამ ეს აფიორა ერთხელ უკვე ჩაუტარა საქართველოს მოსახლეობას“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics