|
2015-06-18 09:39:05, 448 ნახვა
საზოგადოება
ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის შესწავლის და აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით, უწყებათაშორისი კომისია იქმნება
13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად მდინარე ვერეს ხეობის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით, უწყებათაშორისი კომისია იქმნება, - ამის შესახეხბ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა. კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან მსოფლიოში ცნობილი უცხოელი და ქართველი სპეციალისტები - გეოლოგები, არქიტექტორ-ურბანისტები, გეოკონსტრუქტორები და სხვა სპეციალისტები, რათა თითოეულ დეტალზე მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური დასკვნა მომზადდეს. „სტიქიის შედეგების დროული და ეფექტური აღმოფხვრის პარალელურად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ და ვიმუშაოთ მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლაზე. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავადგინოთ, როგორ უნდა დაგეგმარდეს ვერეს ხეობა. ნახევარ საუკუნეზე მეტია, სხვადასხვა ხელისუფლება აკვირდება, თუმცა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ადეკვატურად არ რეაგირებს. ვერე საკმაოდ რთული მდინარეა. სამწუხაროდ, ბოლო მთავრობებმა პირდაპირ ბრძოლა გამოუცხადეს ბუნებას, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ამის ნათელი დადასტურება იყო ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის და მისი გუნდის გაუგებარი ახირება, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა ის, რაც მოხდა, თუმცა საბოლოო დასკვნას დაველოდებით. ის, რაც მოხდა ვერეს ხეობაში, არის კატასტროფა და ჩვენ დღეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად, რომ შეცდომები აღარ გავიმეოროთ“, - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფრის გამორიცხვა შეუძლებელია, ხელისუფლების ამოცანაა, ყველა შესაძლო რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. უწყებათაშორის კომისიას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს, თანათავმჯდომარე იქნება თბილისის მერი, ხოლო კომისიის წევრები - ეკონომიკის, ენერგეტიკის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი და თბილისის ვიცე-მერი. კომისიამ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახორციელოს სტიქიურ ზონაში მოხვედრილ ადამიანთა სიცოცხლის დაცვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და შემდგომში იმპლემენტაციის კოორდინაცია; უნდა შეიმუშაოს ერთიანი პოლიტიკა სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო და სხვა საინჟინრო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების პროექტირების და შედგომში მშენებლობის მიზნით; ასევე, უნდა უზრუნველყოს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების ღონისძიებების დაგეგმვა და კოორდინაცია. დადგენილება, უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ, მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება.
ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის
შიო III - სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ
სუროგაცია საპატრიარქოსთან შეთანხმებით და მღვდლების ინიციატივით იკრძალება
შსს და პროკურატურა 225 ახალი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვას ₾12.7 მილიონად გეგმავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



