|
2019-02-02 18:59:40, 1200 ნახვა
კომენტარი
ეკა ბესელია სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის სხდომებში მონაწილეობას არ აპირებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, იმ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არ მიიღებს, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრაზე უნდა იმსჯელოს. როგორც ბესელიამ აღნიშნა, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები და პროექტი პარლამენტში უნდა შემუშავდეს. ამასთან, ბესელიას თქმით, ის არ აპირებს მხარი დაუჭიროს ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. „მე მქონდა დღეს 4 საკითხი, რაზეც ვსაუბრობდი დასაწყისში და რაც პრინციპულად მიმაჩნია, რომ უნდა იყოს მხარდაჭერილი. პირველი რაც შეეხება, სამუშაო ფორმატს, რომელიც არის შექმნილი 2017 წლიდან რეფორმის მე-4 ეტაპის სახით, იმ სამუშაო ფორმატში, არ უნდა მოხდეს კრიტერიუმებთან და პროცედურებთან დაკავშირებით მსჯელობა და არ უნდა მონაწილეობდნენ ამ კანონპროექტის დაწერაში ის მოსამართლები, რომლებიც შესაძლოა ისევ ხედავენ თავიანთ თავს უზენაეს სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე. მე, პირადად არ ვაპირებ იმ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას. მე მიმაჩნია, რომ ეს პროექტი ჩვენ უნდა დავწეროთ პარლამენტში. მეორე, რაც შეეხება, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას, მე ისევ დავსვი ეს საკითხი დღეს. პარტიის თავმჯდომარე ამ პოზიციას ეთანხმება. ბიძინა ივანიშვილმა თქვა დღეს, რომ ის უჭერს მხარს ამ იდეას. ამ პროცედურას დავიწყებთ ჩვენ. მესამე საკითხი, რომელიც ეხება კრიტერიუმებს, პროცედურას, აქ განსხვავებული პოზიცია არის დღეს. მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს ერთი საერთო ხედვა და ეს პოზიცია არის თანხვედრაში, მათ შორის ბევრ იურიდიული პროფესიის ადამიანთან, საერთაშორისო პარტნიორებთან. ის ვერსია, რაზეც იყო დღეს საუბარი, რაზეც საუბრობდა ირაკლი კობახიძე არის განსხვავებული და ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული და რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ გაგრძელდეს ამაზე კიდევ სამუშაო პროცესი და რა თქმა უნდა, იყოს კონსტიტუციის ფარგლებში ნებისმიერი პრინციპი, რასაც მივიღებთ ეს არის უდავო. ეს ახლა ყველას კარგად გვესმის. რაც სეეხება მეოთხე საკითხს, ეს იყო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის საკითხი, ამ საკითხზეც არ ვეთანხმები იმ პოზიციას, რაც დღეს უმრავლესობის შიგნით შეჯერდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სესეიაზე უნდა იქნას მიღებული. ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურა ჩემთვის არის იმ ღირებულებების და ფასეულობების დაცვა, რომელსაც ჩვენ ვიცავთ ამ პროცესში. ამიტომ ჩემთვის არა მხოლოდ სახელს და გვარს, არამედ სტანდარტების დაცვას და ამ გზით სვლას აქვს ძალიან დიდი და პრინციპული მნიშვნელობა. ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მე სწორედ ამიტომ არ ვუჭერ და არ დავუჭერ მხარს, პირდაპირ ვამბობ და ეს არ არის პერსონალური ამბავი. ეს არის საკითხი, რომელიც ეხება განსაკუთრებით სასამართლოსთან დაკავშირებულ ხედვას და იმ პრინციპების დაცვას, რასაც ჩვენ ვიცავთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)