|
2015-06-17 15:34:23, 1338 ნახვა
საზოგადოება სამხედრო
სამხედროები დაზარალებულ ოჯახებს ეხმარებიან
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა ბაგებში სტიქით დაზარალებულ სამ ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება მიუტანეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მისაღებში უკვე ორი დღეა სხვადასხვა სახის ნივთები და პროდუქტები გროვდება. აქციაში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. საკვების, საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური ნივთების შეგროვება თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მისაღებში კვლავ გრძელდება. სამხედრო მოსამსახურეები მზად არიან საჭიროების შემთხვევაში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება კვლავ გაუწიონ. სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის ლიკვიდაციის პროცესში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობა პირველივე წუთებიდანაა ჩართული. ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა, საინჟინრო, IV მექანიზირებული და I საარტილერიო ბრიგადები მონაწილეობს. გაწმენდა-აღდგენით სამუშაოებში ჩართულია ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობაც. ამ ეტაპზე შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებენ წყნეთისა და სვანიძის ქუჩებზე, ასევე ზოოპარკისა და „მზიურის“ ტერიტორიაზე და სოფელ ახალდაბასთან, რომელიც ყველაზე რთულ ობიექტს წარმოადგენს.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)