09:18 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 17:05:30, 6873 ნახვა

High - Tech
მზის სისტემაში პლანეტის „ჩანასახი“ იპოვეს

ასტრონომებმა ისტორიაში პირველად მზის, ჩვენგან სისტემის შორეულ წერტილში პლანეტის ჩანასახი დააფიქსირეს.

ციური სხეულის რადიუსი 1,3 კილომეტრია. ამ ეტაპზე ობიექტი , როგორც ნებისმიერი პლანეტა ფორმირების ადრეულ სტადიაზე , კოსმოსური მტვერისა და ყინულის მასას ჰგავს. ამდაგვარი სხეულების არსებობა ჯერ კიდევ 70 წლის წინ იქნა დამტკიცებული, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა პლანეტის წარმონაქმნი ჩვენს მზის სისტემაში განვითარებას იწყებს.

აღნიშნული ობიექტი, რომელსაც ჯერჯერობით არც ინდექსი და არც რამე სახელი მიანიჭეს ნეპტუნის ორბიტის უკან , მზისგან 30-55 ასტრონომიულ ერთეულში ვითარდება. ამ სექტორში ყველაზე დიდი ციური სხეული პლუტონი გახლავთ.

მზის სინათლის ნაკლებობიდან გამომდინარე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ სექტორში არსებულმა პლანეტებმა თავიანთი პირვანდელი სახე შეინარჩუნეს და ახლაც ისეთები არიან, როგორც მილიარდობით წლის წინ. ასტრონომების ეს აღმოჩენა "პლანეტეზიმალის" თეორიას ადასტურებს, რომლის მიხედვით პლანეტის წარმონაქმნი ადრეული ფორმირების სტადიაზე კოსმოსური მტვერისა და ყინულის მასას ჰგავს, მაგრამ რაღაც სტადიაზე სწრაფ ზრდას იწყებს და დიდ ობიექტად ფორმირდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics