12:00 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 14:30:58, 1205 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის გამო, სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის გამო, თუ სხვადასხვა დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. 

პრემიერ-მინისტრმა გუშინ, ისანში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ბახტაძის თქმით, შესაბამისი კანონმდებლობის გამკაცრებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. 

„მხუთავმა აირმა ჩვენი 7 ახალგაზრდის, თანამოქალაქის სოცოცხლე შეიწირა. უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ახლობლებს. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის გამო, თუ სხვადასხვა დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები. უკვე დაწყებულია მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე, მათ შორის ეს შეეხება, როგორც გაზის მიმწოდებელ კომპანიებს, ასევე გაზის მომხმარებლებს. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს დღეს ამაზე საუბარი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამგვარი ტრაგედიები მომავალში აღარასოდეს განმეორდეს. აუცილებელია ასევე მოქალაქეების ინფორმირება და საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორი მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს გაზის მოხმარების წესების დარღვევას და თვითნებურ მოქმედებებს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics