|
2019-01-30 15:05:09, 1357 ნახვა
კომენტარი
ბესელია - თუ ვინმეს ილუზია ჰქონდა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ეს ილუზია მოსამართლედ წოდებულმა გვრიტიშვილმა გაანადგურა
„თუკი ვინმეს რაიმე ილუზია ჰქონდა დარჩენილი სასამართლოს დამოუკიდებლობის თაობაზე , ეს ილუზია და განცდა გაანადგურა გუშინ ეთერში მოსამართლედწოდებულმა გვრიტიშვილმა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, უარესად სასამართლო სისტემის პრობლემების ლუსტრირებას ვერავინ მოახდენდა. „ყველა შრომა რაც ჩაიდო ეს წლები -თავად გაანადგურა . კომენტარიც კი ზედმეტია იმაზე რაც იკადრა !!! ეს არის სახე დღეს მართლმსაჯულების! უფრო იოლად გასაგებია რა უნდა შევცვალოთ! ახლა თურმე კრიტერიუმებს თავად წერს- საკუთარ კანდიდატურას რა მოარგოს)) ჯალათის როლიდან კანონმდებლის როლში მოისურვეს ყოფნა. კარგად გვაჩვენეს -რა უნდა შევცვალოთ და რატომ !!!“, - წერს ეკა ბესელია. შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან მოსამართლეებზე თავდასხმას აქვს ადგილი. მან ასევე დეპუტატები ეკა ბესელია და დავით ჭიჭინაძე მოსამართლეებზე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. „ეს არის სამარცხვინო პოზიცია ორივე მათგანის მხრიდან. ჭიჭინაძემ, ფაქტობრივად, გამოიშვირა ხელი სასამართლოსკენ და ამბობს, რომ, თურმე, ეს არის შურისძიება მოსამართლეთა მხრიდან. ძველი რომაელები ამბობდნენ, რომ როდესაც გსურს, გაერკვე მოვლენათა თანმიმდევრობაში, უნდა დასვა შეკითხვა, დამდგარი შედეგი ვისთვის არის ხელსაყრელი. ეს ფაქტი, თვითონ ამ ჩანაწერების გავრცელების, რაღაც საეჭვოდ დაემთხვა ბოლო პოლიტიკურ პროცესებს, როდესაც გარკვეულმა ჯგუფმა, ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით, მოინდომა რაღაც წამებულის მანტიის მოსხმა, თავისი ნიშნის დამკვიდრება პოლიტიკაში და ეს რატომღაც დაუკავშირდა მოსამართლეების თემას. არადა, იყო ინფორმაციები, რომ ქალბატონი ეკა ბესელია უნდა გადამდგარიყო მანამდეც,“ - განაცხადა გვრიტიშვილმა. მან ასევე არ გამორიცხა, რომ მიმდინარე პროცესებს თავად ეკა ბესელია მართავდეს: „არაფერს არ გამოვრიცხავ... ვთვლი, რომ მას ხელს აძლევს შექმნილი სიტუაცია პოლიტიკური თვალსაზრისით“.
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)