|
2019-01-29 19:09:45, 2138 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქობულია: ევროკავშირმა საქართველოში საგზაო უსაფრთხოების რეგიონული ცენტრის ჩამოყალიბება შემოგვთავაზა
უმაღლესი დონის დიალოგის გამართვა იმის დასტურია, რომ ევროკავშირს საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ევროკავშირი - საქართველოს მაღალი დონის ტრანსპორტის დიალოგის სხდომის დასრულების შემდეგ. აღნიშნული მაღალი დონის დიალოგი ტრანსპორტის საკითხებზე საქართველოში პირველად გაიმართა. სხდომაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვიდა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი. გიორგი ქობულიას განცხადებით, ევროკავშირთან დიალოგი მთავრობას დაეხმარება, შეიმუშაოს ახალი ინიციატივები. „უკვე 2019 და 2020 წლებში ჩვენ ლოგისტიკური და სატრანსპორტო სისტემების განვითარების მნიშვნელოვან შედეგს დავინახავთ," - განახადა მან. მისი თქმით, დიალოგის მთავარი მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. ასეთ გადაწყვეტილებებს შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაასახელა ტრანსპორტის სფეროში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, ასევე იმ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, რომელიც ევროკავშირს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში გააჩნია. „საუბარია არაერთ ინიციატივაზე სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის, ასევე რკინიგზის რესტრუქტურიზაციის თვალსაზრისით და საჰაერო ტრანსპორტის და სამოქალაქო ავიაციის განვითარების კუთხით. ყოველივე ეს ჩვენ დაგვეხმარება, რათა საქართველო უფრო მეტად იყოს ინტეგრირებული ევროკავშირის ბაზრებთან“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ. „ევროკავშირი საქართველოს აღიქვამს ერთ-ერთ ძირითად რეგიონულ პარტნიორად საგზაო უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. ამ მიზნით, მათ ჩვენ საქართველოში რეგიონული ცენტრის ჩამოყალიბება შემოგვთავაზეს, რომელიც საქართველოდან წარმართავს რეგიონის სხვა ქვეყნების გზებზე უსაფრთოხების გაუმჯობესების პროექტებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. „ასეთი დიალოგები ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებს შორის, ცოტაა. ეს იყო კეთილი ნება და თავად ევროკავშირის ინიციატივა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენადაა დაინტერესებული ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი საქართველოს ინტეგრაციით ევროპის სატრანსპორტო - ლოგისტიკურ სისტემებში“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
(NS)
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)