|
2019-01-25 11:15:06, 1511 ნახვა
კომენტარი
ლევან კობერიძე: ყველაზე მთავარია, ჩვენი მოსახლეობა თავისი გონებიდან გაგვრიცხავს თუ არა
"ყველაზე მთავარია, ჩვენი მოსახლეობა თავის გონებიდან გაგვრიცხავს თუ არა" - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ კითხვას შეიძლება თუ არა მმართველი გუნდიდან ვინმე გარიცხონ. ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრა გუშინდელზე უფრო აქტიური და დინამიური იქნება. „ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარია, რომ რასაც ადამიანები ჩვენგან ელოდებიან. ეს არის ყველაზე მთავარი რა ნიშნითაც მოვიდა 2012 წელს "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში, რაც დაადასტურა 2016 წლის არჩევნებში ასევე, ეს არის სამართლიანობის თემა და ჩვენ ამ სამართლიანობის თემას არ უნდა გადავუხვიოთ. გუშინდელზე ალბათ უფრო დინამიური იქნება შეხვედრა და დაველოდოთ შედეგებს. ვფიქრობ, რომ იქნება შეთანხმება, მაგრამ დავუშვათ და მაინც ვერ მოხდა, მაში, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ თემას ვიხილავთ ეს ეხება იმ მნიშვნელოვან თემას, რაც არის სამართლიანი სასამართლო, რაც არის ჩვენთვის ჩვენი შვილებისათვის სიმშვიდის გარანტი და ეს იმ ღირებულებებს ეხება, რომელზეც ალბათ კომპრომისზე წასვლა არ იქნება შესაძლებელი. თუ ვერ შეჯერდა, მაშინ სავარაუდოდ, რამდენიმე ვერსია ჩამოყალიბდება. პარტიის თავმჯდომარე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პროცესი წარიმართოს პოზიტიურად და შეჯერებისკენ პოზიციების. ამიტომ მისი პირადი პოზიციაა, რომ უნდა ვეცადოთ მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეჯერდეს პოზიციები და მე ვფიქრობ, რომ იგი თვითონ შეუწყობს ამას ხელს“, - განაცხადა ლევან კობერიძემ. რაც შეეხება კრიტერიუმებს, ლევან კობერიძის თქმით, იმ მოსამართლეებს, რომელთა საქმეებზეც სტრასბურგის სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, შერჩევის პროცესში მონაწილეობის უფლება არ უნდა მიეცეთ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)