13:02 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-24 17:31:57, 2169 ნახვა

ეკონომიკა
VPS Healthcare-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას განიხილავს

საერთაშორისო სტანდარტების ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი VPS Healthcare-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობას შეისწავლის - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და კომპანიის ხელმძღვანელის შამშირ ვაიალილის შეხვედრისას გახდა ცნობილი, ამ მიზნით, ერთ თვეში საქართველოს სპეციალური ჯგუფი ეწვევა.

პრემიერმა VPS Healthcare-ის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოს, მთავრობის საგადასახადო ინიციატივებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ.

შეხვედრისას იმსჯელეს თანამშრომლობის პოტენციურ სფეეეროებზე და იმედი გამოთქვეს, რომ კონკრეტული მიმართულებების გგამოკვეთას ხელს შეუწყობს კომპანიის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში.

"შევთანხმდით, რომ ძალიან მალე ჩვენი დელეგაცია ეწვევა საქართველოს ადგილზე შესაძლებლობების შესასწავლად. ტურიზმის მხრივ, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი. ასევე აღსანიშნავია ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემო. ასე რომ, ჩვენ უფრო ღრმად შევისწავლით ამ შესაძლებლობებს. ჩვენი დელეგაცია ერთი თვის განმავლობაში გაემგზავრება საქართველოში",- განაცხადა შეხვედრის შემდეგ VPS Healthcare-ის ხელმძღვანელმა.

 VPS Healthcare არის ინტეგრირებული, საერთაშორისო სტანდარტების ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებელი, ათასობით დასაქმებული ადამიანით. მისი პორტფოლიო ასევე მოიცავს ფარმაცევტულ წარმოებას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics