|
2019-01-16 14:20:03, 1611 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: საქართველო სრულად აცნობიერებს საკუთარ როლს შავი ზღვის რეგიონში
„შავი ზღვის რეგიონს აქვს სტრატეგიული მდებარეობა გეოგრაფიულად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ რეგიონის მშვიდობიანი და მდგრადი განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისა და შესაბამისად, საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურისთვის",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში საკუთარ როლს სრულად აცნობიერებს და მზად არის, საკუთარ როლს პასუხისმგებლობით მოეკიდოს და წვლილი შეიტანოს მსოფლიოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. მისი თქმით, ქართველ ჯარისკაცებს დღემდე წვლილი შეაქვთ მშვიდობის დამყარებაში ავღანეთის ყველაზე საშიშ რეგიონებში და ეს ძალისხმევა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას ათეულობით გმირი მებრძოლის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. „განვლილი გამოცდილება აჩვენებს, რომ მზად ვართ, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს როლს და წვლილი შევიტანოთ რეგიონის და მსოფლიოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. ჩვენ ვართ მცირე ქვეყანა, მაგრამ ვართ ამბიციური ქვეყანა და ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ გლობალურ უსაფრთხოებაში. მაგალითისთვის, ნატოს მისიის ფარგლებში ფრანგ და ქართველ ჯარისკაცებს აქვთ ერთობლივი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილება ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში; ქართველ ჯარისკაცებს დღემდე წვლილი შეაქვთ მშვიდობის დამყარებაში როგორც ავღანეთის ყველაზე საშიშ რეგიონებში, ისე ევროპელ სამხედროებთან ერთად მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ავღანეთში საქართველოს ჰყავს ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე მსხვილი სამხედრო კონტიგენტი. რაც შეეხება ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებას, ყველაზე მეტი ჯარისკაცია საქართველოდან წარმოდგენილი ამ ქვეყანაში. ეს ძალისხმევა საქართველოს, სამწუხაროდ, ათეულობით გმირი მებრძოლის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ჩვენ ქედს ვიხრით მათი თავგანწირვის წინაშე და საერთაშორისო მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას ტერორიზმის და სხვა თანამედროვე საფრთხეების წინააღმდეგ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, საქართველო ხელს უწყობს რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებას, მონაწილეობს მასშტაბური ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განხორციელებაში, ასევე, მჭიდრო კავშირები აქვს როგორც მეზობელ, ასევე, ბალტიის ქვეყნებთან. „უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობისა და საგარეო პოლიტიკის წყალობით, საქართველოს წვლილი შეაქვს მთელი რეგიონის სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფაში",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)