21:56 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-16 11:58:26, 2852 ნახვა

ეკონომიკა
ევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, 13 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს

ევროკავშირი „აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, 13 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს, - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

განცხადების თანახმად, გამოყოფილი თანხა ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრ ქვეყნებში საქართველოში, სომხეთში, მოლდოვაში, უკრაინასა და აზერბაიჯანში ინფრასტრუქტურის განვითარება ამ ქვეყნების ეკონომიკურ აღმავლობასა და სამუშაო ადგილების გაჩენას შეუწყობს ხელს", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ზოგიერთი პროექტის დასრულება 2020, ზოგის კი, 2030 წლისთვის იგეგმება. პროექტს ევროკომისია მსოფლიო ბანკთან ერთად განახორციელებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics