|
2019-01-11 18:04:39, 1580 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი უკრაინის ავტოკეფალიაზე - თუ უკრაინის ეკლესიის საკითხზე საპატრიარქო ფრთხილობს, მე არ ავიღებ პასუხისმგებლობას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მიღების საკითხს ეხმაურება. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს საპატრიარქო საკუთარი პოზიციის დაფიქსირებასთან დაკავშირებით ფრთხილობს. პრეზიდენტის თქმით, მან საქართველოს მაგალითის გათვალისწინებით იცის, რა მნიშვნელოვანი ფაქტია ქვეყნისთვის ავტოკეფალიის მინიჭება, მაგრამ როგორც პრეზიდენტი, მილოცვისგან თავს შეიკავებს, რადგან აცნობიერებს იმ შედეგებს, რაც შეიძლება ამ მილოცვას მოჰყვეს. „მე მინდა დავიწყო იმით, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი, საკითხი, რომელიც ჩემთვის პირადად და მგონი ძალიან ბევრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, კარგად გვახსოვს, თუ რა მნიშვნელობა შეიძინა საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენამ 1917 წელს, ანუ ჩვენთან ეს იყო საწინდარი დამოუკიდებლობის. ძალიან მარტივი იქნებოდა ჩემთვის მილოცვა უკრაინელი ხალხისთვის ავტოკეფალიის, რადგან ეს არის ჩემთვის ბუნებრივი, მაგრამ დღეს გესაუბრებით, ვარ საქართველოს პრეზიდენტი და ვიცი და ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას. არ ვთვლი, რომ მაქვს უფლება ავიღო პასუხისმგებლობა ამ საკითხების მიმართ, გარკვეული მიზეზების გამო, მაგრამ, ყველამ ვიცით რა საფრთხეები შეიძლება იყოს და ყველაზე კარგად იცის ეს საქართველოს საპატრიარქომ და მე არ ავიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)