|
2019-01-10 16:00:12, 1531 ნახვა
კომენტარი
ფოფხაძე: ივანიშვილმა არ უპასუხა მთავარ კითხვას - უჭერს თუ არა მხარს მოსამართლეების ამ სიას
"ქართული ოცნების" წევრის გედევან ფოფხაძის შეფასებით, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თავისი განცხადებით, მთავარ კითხვას პასუხი არ გასცა. როგორც ფოფხაძემ განმარტა, საზოგადოებიას აინტერესებს უჭერს თუ არა მხარს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მოსამართლეების წარდგენილ სიას. მან ბიძინა ივანიშვილს და მმართველი პარტიის ყველა წევრს მოუწოდა იმ პრინციპებს უერთგულონ, რომლითაც ისინი 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ. "გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც ლოიალურები არიან ამ სიის მიმართ და ვართ ადამიანები, რომლებიც პრინციპულად წინააღმდეგები ვართ. რაც შეეხება გუნდურობას, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გუნდურობა გამოიხატება იმ ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულებაში, რითაც ჩვენ მოვიგეთ 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები. ჩემი გუნდი არის ის ხალხი, რომელიც ციხეში სანთლით ხელში ლოცულობდა ჩვენი გამარჯვებისთვის და ღამს ათევდა საარჩევნო უბნებთან. ეს არის ჩემი გუნდი, მე ამ გუნდს არასდროს ვუღალატებ და არასდროს მივატოვებ. პრინციპები და ღირებულებები იმ ადამიანებთან არ შეგვიცვლია, იმ ადამიანებისთვის სააკაშვილის ზონდერმოსამართლების დანიშვნა არასდროს იქნება მისაღები. მოვუწოდებ ბატონ ბიძინასაც და ჩვენი გუნდის ყველა წევრს, რომ ვუერთგულოთ იმ გუნდს, ვისთან ერთად 2012 წლის პირველი ოქტომბერს მოვიგეთ, ვისთან ერთადაც 2011 წელი დავიწყეთ. გავიხსენოთ ეს ყელაფერი, რატომ იდგა ხალხი ჩვენ გვერდით, რატომ გამოვიდა ქუჩაში, რა იყო ხალხისთვის ყველაზე მტკივნეული. სამართლიანობა იყო ყველაზე მთავარი მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან. დავუშვათ, ის მოსამართლეები, რომლებიც გარანტები იყვნენ კანონის დარღვევის, ციხეებში არ ზიან, თუმცა მგონია, რომ მათ შორის ბევრი ციხეში უნდა იჯდეს. მე მორალს კი არ უნდა მიკითხავდნენ, იმ სასჯელებს უნდა იხდიდნენ, რომელსაც იმსახურებენ, რადგან სისტემურ დანაშაულში ჩვეულებრივი თანამონაწილეები იყვნენ,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)