|
2019-01-04 15:51:35, 1830 ნახვა
კომენტარი
დავით ჭიჭინაძე - 76 ცხვარი უნდა გამოჩნდეს პარლამენტში, ვინც ამ მოსამართლეებს ხმას მისცემს
„76 ცხვარი უნდა გამოჩნდეს პარლამენტში, ვინც ამ მოსამართლეებს ხმას მისცემს. ვფიქრობ, არამარტო საკუთარ პოლიტიკურ კარიერაზე, არამედ მათ საგვარეულო ხაზზეც აისახება ეს“, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება შეცდომა იყო. „ეს იყო დიდი შეცდომა, იმიტომ, რომ შენ როდესაც ერთ-ერთ თანაგუნდელის გამოწვევის საკითხს კენჭისყრაზე აყენებ, პრინციპში, ამ ადამიანებში უკვე დაპირისპირებას და ერთმანეთისადმი უნდობლობას იწვევ. საკუთარი კოლეგის მიმართ ასეთ საქციელს, როცა ერთი ჯგუფის ინტერესებს ემსახურები და მეორე ჯგუფისას ფეხქვეშ თელავ, სხვა რაღაც ჰქვია. ვფიქრობ, „ქართულმა ოცნებამ“ არამარტო დაპირებების შესრულება გადადო გვერდზე, არამედ ძალიან ცუდ გზას დაადგა, რომელსაც ადამიანების ღირსების შელახვა ჰქვია. ღირსებაშელახული დეპუტატები ჩვენი საზოგადოებისთვის საკმაოდ მძიმე საყურებელი იქნება“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. შეგახსენებთ, გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი აღარ იქნება. იგი კომიტეტიდან ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ გაიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)