|
2018-12-27 15:21:43, 1603 ნახვა
კომენტარი
„ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს „ფეიქ ნიუსთან“ - მამუკა ბახტაძე ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ოპოზიციის ბრალდებებთან დაკავშირებით წინა გამოცდილება იძლევა საშუალებას ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში „საქმე გვაქვს ფეიქ ნიუსთან“. პრემიერი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ დრომდე იღებს სხვადასხვა კომპანიებისგან შემოწირულობას და ამასთან, ეს კომპანიები გამოცხადებულ ტენდერებში იმარჯვებენ. ბახტაძის მტკიცებით, თუ ოპოზიციის ბრალდებები არგუმენტებითა და ფაქტებით იქნება გამყარებული, ის პირველი დაინტერესდება საკითხით. „თუ ოპოზიციას აქვს ეჭვი და აქვს კონკრეტული ფაქტები, პირველ რიგში, მე ვიქნები დაინტერესებული, რომ ეს ფაქტები მოვისმინოთ. ჩვენ ბევრჯერ მოგვისმენია მათგან მსგავსი ბრალდებები და სამწუხაროდ, შემდეგ ეს აღმოჩენილა „ფეიქ ნიუსი“. ჩვენ გვაქვს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. არჩევნების დასრულებით ქვეყნაში არც ეკონომიკური და არც სოციალური ცხოვრება არ სრულდება, ეს პროცესი არის მუდმივი და აქედან გამომდინარე, ჩვენ თითოეულ შემთხვევას ცალკე უნდა ჩავუღრმავდეთ. თუ მასში გამოიკვეთება რაიმე დეტალი, თუ სამოქალაქო საზოგადოება, ან თუნდაც ოპოზიციური პარტიები აღმოაჩენენ მასში რაიმე კონკრეტულ ეპიზოდს, რომელიც გამაგრებული იქნება შესაბამისი არგუმენტებით, მე გაძლევთ პირობას, რომ ვიქნები პირველი დაინტერესებული, რომ პროცესი განვიხილოთ“, - აღნიშნა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)