|
2018-12-27 14:38:46, 1516 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: 2018 წელი პოზიტიური იყო, გვქონდა ხელშესახები წინსვლა ძალიან ბევრი მიმართულებით
2018 წელი იყო პოზიტიური, გვქონდა ხელშესახები წინსვლა ძალიან ბევრი მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლება შეეცდება, რომ 2019 წელს ეს მიღწევები უფრო თვალსაჩინო გახადოს. „მთლიანობაში 2018 წელი იყო პოზიტიური, გქვონდა ხელშესახები წინსვლა ძალიან ბევრი მიმართულებით, რასაც მოწმობს საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი დაწინაურება. ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალი მისწარაფებების რეალიზაციისთვის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ასე ახლოს ევროპულ ოჯახთან და ნატო-სთან არასდროს ყოფილა. ჩვენ შევეცდებით, რომ 2019 წელს ეს მიღწევები გავხადოთ კიდევ უფრო თვალსაჩინო და მოვახდინოთ ამ მიღწევების კონვერტაცია ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. მინდა აღვნიშნო, რომ 2018 წელი იყო ნაყოფიერი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ეს ურთიერთობა ასეთი ყოვლისმომცველი არასოდეს ყოფილა. ჩვენი ქვეყანა რეგიონში აღიარებულია ლიდერად ყველა სფეროში. ეს წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს ჰყავს პირველი ქალი პრეზიდენტი, ამასთან ერთად ჩვენ უკვე სრულფასოვნად გადავედით საპარლამენტო დემოკრატიაზე. მიმაჩნია, რომ სწორედ საპარლამენტო დემოკრატია არის საუკეთესო მოდელი, რომ საქართველო იყოს წარმტებული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)