|
2018-12-24 16:58:43, 1740 ნახვა
კომენტარი
ანა დოლიძე: იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების ბოლო შანსი ხელიდან გაუშვა
„დღეს თქვენ პროფესიულად და შინაარსობრივადაც, ფაქტობრივად, ჩვეულებრივი სუიციდი ჩაიდინეთ, ამას გეუბნებით ქართველი ხალხის სახელით“, - ასე მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ საბჭოს წევრებს მას შემდეგ, რაც მდივანმა უზენაეს სასამართლოში წარსადგენი 10 მოსამართლის კანდიდატურა დაასახელა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, საბჭომ ხელიდან გაუშვა ისტორიული შანსი, რომ დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს აღმატებული ფუნქცია შეესრულებინა. „თქვენი და სასამართლო სისტემის მიმართ ჩემი კრიტიკის მიუხედავად, ნამდვილად არ მეგონა, თუ საკუთარი კარიერის გადასარჩენად თუ ამ დონემდე დაეცემოდით, იმ ბოლო ტოტსა და ნაფოტს გადახერხავდით, რომელზეც სასამართლო ხელისუფლება კიდია. იუსტიციის საბჭოს უმრავლესობამ რეალურად ხელიდან გაუშვა ისტორიული შანსი, რომ საბჭოს შეესრულებინა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს აღმატებული ფუნქცია, უდიდესი მოვალეობა და პასუხისმგებლობა, რომელიც კონსტიტუციამ დაგაკისრათ“, - მიმართა დოლიძემ საბჭოს წევრებს. შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)