|
2015-06-15 19:07:57, 425 ნახვა
საზოგადოება
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა 17 ივნისის ნაცვლად 1 ივლისს მოხდება
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღად 17 ივნისის ნაცვლად 1 ივლისი განისაზღვრა. დღეს გამართულ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღის გადაწევის მიზეზები განმარტა. კვირკაშვილის განცხადებით, თარიღის გადაწევა მიმდინარე სტიქიურ მოვლენებს უკავშირდება. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული აქვს ვალდებულება, რომ მიმდინარე წლის 17 ივნისს ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდეს. ამისთვის, ეკონომიკის სამინისტრომ და ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან ერთად ძალიან დიდი სამუშაო გასწია. მთელი ინფრასტრუქტურა შექმნილია და ქვეყანა მზადაა ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდეს. თუმცა მიმდინარე სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, არ შეგვექმნა დამატებითი დისკომფორტი ჩვენი მოსახლეობისთვის, რომელმაც ისედაც უდიდესი სტრესი განიცადა. ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღად 17 ივნისის ნაცვლად ავიღოთ 1 ივლისი, რათა ორი კვირა გავიდეს საიმისოდ, რომ ქვეყანა გამოვიდეს ასეთი მდგომარეობიდან, საგანგებო რეჟიმიდან და უფრო დამშვიდებულ რეჟიმში მოხდეს აღნიშნული პროცესის განხორციელება. ჩვენ ანალოგური მაუწყებლობის გამორთვას ვიწყებთ თბილისიდან, თუმცა ეს იქნება არა 17 ივნისს, არამედ, სავარაუდოდ, 1 ივლისს. მანამდე გაკეთდება კიდევ რამდენიმე განცხადება იმისათვის, რათა მოსახლეობამ შეძლოს უკეთ მომზადება და „სეთ-თოფ-ბოქსის“ შეძენა, რაც აუცილებელია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)