|
2018-12-21 17:44:03, 1738 ნახვა
კომენტარი
გახარია ოპოზიციას „შეგზავნილ პროვოკატორზე“: აქ ცირკი მოაწყეთ - იმ პირს რომ დააკავებენ, თქვენ დაკითხეთ, ვისი აგენტია
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია "ევროპული საქართველოს" წევრის გიგი უგულავას იერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებზე "ხელისუფლება პროვოკატორ ადამიანს გზავნის და ისინი სავარაუდოდ სუს-ის აგენტები არიან". გახარიას მტკიცებით, ამ ეტაპზე ხსენებული პირის იდენტიფიცირების პროცედურა მიმდინარეობს. "რაც შეეხება თქვენს კოლეგებზე თავდასხმას, თურმე იქ სუს-ის აგენტი იყო და ა.შ. ის პიროვნება რომ იქნება დაკავებული, ამასაც შეგატყობინებთ დიდი სიამოვნებით. ზოგჯერ პიროვნების იდენტიფიცირება ასეთი პარტივი არ არის ხოლმე. თქვენ დროს უბრალოდ ხელს მოკიდებდნენ და ჩვენ იდენტიფიცირებას იურიდიულ პროცედურას ვეძახით. თქვენ რა დამასწარით იცით? წახვედით, ტელევიზორში რაღაც ნახეთ, ამოიღეთ სურათები და მომიტანეთ. ისიც ვერ მიხვდით, რომ სუს-ის აგენტი იყო თუ ვინ იყო. დღეს ერთი ბრიფინგი მოაწყვეთ, მერე აქ ცირკი მოაწყეთ და სურათები მოიტანეთ. ხვალ რომ იმას დააკავებენ, მერე წაგიყვანთ, შეგახვედრებთ და თქვენ დაკითხეთ, ვისი აგენტი იყო", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)