06:39 - 26 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-21 17:15:45, 1564 ნახვა

კომენტარი
გახარია: როდესაც გვაქვს სურვილი, რევოლუცია ჩავატაროთ, იმის თავიც უნდა გვეყოს, რომ წავიდეთ იქ, სადაც საჭიროა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კახეთში, ინაუგურაციის დღეს მომდხარ მოვლენებს გამოეხმუარა.

გახარიას თქმით, ოპოზიციის გარკვეულ წარმომადგენელბს ინაუგურაციის ჩაშლა და გადატრიალების მოწყობა ჰქონდა განზრახული. მისივე განმარტებით, ასეთ ვითარებაში უწყება იყო ვალდებული იყო შესაბამისი ზომები მიეღო.

"ინაუგურაციის ნაწილში შეიძლება ზოგიერთს გაუკვირდეს, რატომ იყო მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მივიღეთ. სხვათაშორის მაგალითიც იყო როდესაც ფარცხალაძე და კირკიტაძე ერთმანეთს შეადარეს. ერთ რამეს გეტყვით - მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე რაც მოხდა 16 დეკემბერს. 16-ში მოხდა მარტივი რამ - ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა წინა დღეს დააანონსა, რომ ინაუგურაცია იქნებოდა ჩაშლილი და ინაუგურაციის დღეს თავს დაესხა პოლიციას. ჩემთვის ეს საკმარისია იმისთვის, რომ საერთოდ არანაირი კითხვის ნიშნები არ მქონდეს. ეს იყო აბსოლუტურად  განზრახული პოლიტიკური აქტი. მარტივი რამ ხდება - მე ვამბობ, რომ ხვალ მე ჩავშლი ინაუგურაციას. ინაუგურაციის ჩაშლა არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტი, შემდგომ ამ პოლიტიკური აქტის განსახორციელებლად თავს ვესხმი პოლიციას. ბოდიშით - როდესაც გვაქვს სურვილი, რომ ჩავატაროთ რევოლუცია, იმის თავიც და მხნეობას უნდა გვეყოს, რომ წავიდეთ იქ სადაც საჭიროა და ის პერიოდი რამდენიც საჭიროა. ყველაფერს აქვს თავისი ფასი. პოლიციელზე თავდასხმას, ინაუგურაციის ჩაშლას და სახელმწიფოს დამხობასაც, თუნდაც კანონიერი მეთოდებით. როდესაც ვიკითხავთ სახელმწიფოს დამხობა კანონიერი მეთოდებით რას ნიშნავს - იქ გავაგრძელოთ მერე საუბარი შერჩევით სამართალზე", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ აზარტული თამაშების სფეროსთვის შეღავათების დამწესება ოცნებას კრიმინალურმა სამყარომ დაუკვეთა
სასამართლომ დიზაინერი ზალიკო ბერგერი მსახიობ ია ფარულავას სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა
პოლონეთმა ნატოს შესთავაზა, რომ უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდება დაიწყოს
ყირიმის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სხვა ხიდების განადგურება, რომლითაც რუსეთი ნახევარკუნძულს და მის ჯარებს ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics