|
2018-12-21 16:54:29, 1694 ნახვა
კომენტარი
გახარია: არჩევნებთან დაკავშირებით დევნა დაწყებულია 26 პირზე - სამწუხაროდ მათი დიდი ნაწილი მმართველი პარტიის წარმომადგენელია
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნა 26 პირზეა დაწყებული. როგორც გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მან იცის რომ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო დონეზე გარკვეული ტიპის განხილვები იქნება. „ჩვენც კარგად გვესმის საერთაშორისო დონეზე როდის, სად, რა განხილვები დაიწყება ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით. გარწმუნებთ, რომ ამ პერიოდამდე, ყველა ის მასალა და ყველა ის საქმე, რომლის დასრულებაც შესაძლებელი იქნება, დასრულდება. მესმის ყველაფერი, როდესაც ვსაუბრობთ საარჩევნო პროცესში ინციდენტების შესახებ, თუმცა, ასევე უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების კომპეტენცია. სრულად ვაგებ პასუხს იმ ნაწილზე, რომელიც შს სამინისტროს კომპეტენციას შეეხება. ძალადობრივი დანაშაულებები და ქმედებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა საარჩევნო პერიოდში, ყველა შემთხვევაზე შს სამინისტროს მიერ დაწყებული იყო გამოძიება, მათ შორის ახალქალაქის შემთხვევაზეც. სისხლის სამართლებრივი დევნა არის დაწყებული 26 პირზე. სამწუხაროდ, დიდი ნაწილი ამ ხალხის არის მმართველი პარტიის წარმომადგენელი“, - განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)