|
2018-12-21 14:26:06, 2359 ნახვა
კომენტარი
„აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის“ - პარლამენტში შს მინისტრს უსმენენ [LIVE]
„ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი, მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ, ან ფსევდოინტელექტუალური, ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის“, - ასე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დეპუტატებს. როგორც მან აღნიშნა, მზად არის ნებისმიერ მწვავე შეკითხვას უპასუხოს. „მინდა გულწრფელად გითხრათ, ჩვენთვის არასოდეს არ ყოფილა პრობლემა პარლამენტში მოსვლა, არასოდეს შეგვშინებია მწვავე კითხვების და დისკუსიების და რაც მთავარია, ყოველთვის გვესმოდა პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქცია, პატივს ვცემდით და ვცემთ ინსტიტუტებს. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, რომ პასუხი გავცეთ 1 წლის განმავლობაში დაგროვილ მწვავე შეკითხვებს და აბსოლუტურად მზად ვართ ასევე დისკუსიისთვის. თუმცა, ასევე მინდა გითხრათ, ზუსტად 1 წლის წინ, ჩვენ აქ ავიღეთ გარკვეული ვალდებულებები 2018 წელზე და ვთვლით თავს ვალდებულად, გარკვეული ანგარიში ჩავაბაროთ პარლამენტს, მაგრამ გპირდებით, ეს იქნება სტრუქტურირებული, ძალზედ მოკლე და კონკრეტულ გეგმაზე ორიენტირებული მოხსენება. ასე რომ ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი, მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ, არც ფსევდოინტელექტუალური, ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის და იმედი მაქვს, ამ რეჟიმში შევძლებთ, დავამყაროთ დიალოგი, რათა გამოვავლინოთ რეალური გამოწვევები როგორც სამინისტროს, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)