|
2018-12-20 15:49:59, 1364 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი - ზოგ არასამთავრობოს და ოპოზიციონერს ქალი პოლიციელის როლის დაკნინება სურს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გურჯაანის რაიონის სასამართლოსთან ქალი პოლიციელების ყოფნასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას ეხმაურება. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, ამ საკითხით აპელირება პოლიციაში ქალის როლს აკნინებს. ""შსს-ში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს ქალები იკავებენ, მათ შორის მინისტრის ორი მოადგილე ქალია. ეს მიუთითებს ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე. ამ საკითხზე აპელირება აკნინებს ქალის როლს პოლიციაში, რადგან მათ ისევე კარგად შეუძლიათ მართლწესრიგის დაცვა და საპოლიციო ფუნქციების შესრულება, როგორც კაცებს. თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, რა რაოდენობის პოლიციაც მივიჩნიეთ საჭიროდ იმისთვის, რომ მართლწესრიგი დაგვეცვა, იმ რაოდენობის პოლიცია მივიყვანეთ გურჯაანში. რაც შეეხება ქალების ყოფნას, ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე აპელირება აკნინებს ქალის როლს პოლიციაში, იმიტომ, რომ მათ ისევე კარგად შეუძლიათ მართლწესრიგის დაცვა და საპოლიციო ფუნქციის შესრულება, როგორც კაცებს და ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის პირადად მიუღებელია. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, რომელიც ასევე მოვისმინე, იყო თუ არა ეს შეგნებულად გაკეთებული, არ ვიცი, ვერ გეტყვით, დილიდან კონფერენციაზე ვიმყოფები, ეს თუ არ იყო უბრალოდ დამთხვევა, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტი პოლიციელი ქალი მუშაობს კახეთში, ეს თუ არ იყო დამთხვევა და ამის მიღმა რაღაც სექსისტური მოტივაცია იყო, რაზეც ზოგიერთები მიუთითებენ, ამ საკითხით პირადად მე დავინტერესდები", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)