|
2018-12-18 15:23:50, 1418 ნახვა
კომენტარი
ია მეტრეველი: დღეიდან საქართველოში სამართლიანობის აღდგენა იწყება
ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ დრეიდან ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა იწყება. როგორც მეტრეველმა ჟურნალისტებს განაჩენის გამოცხადების შემდეგ განუცხადა, პროკურატურამ კარგად იმუშავა. "ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ. მან მიუსაჯა ყველას უმაღლესი სასჯელი რაც ეკუთნნოდათ, თუმცა ამნისტიის მუხლები შეეხოთ და შეუმცირდათ სასჯელები, რის საფუძველზეც თითოეულს დაახლოებით 5 წელი გამოუვიდა. ცოტაა მათთვის ეს სასჯელი, მაგრამ ამაზეც კმაყოფილი ვარ. უნდა გამოსცადონ ის რაც ეკუთვნით, რადგან მთელი ეს წლები მშვენივრად დასეირნობდნენ ჰაერზე და ჩემი შვილი მიწაშია. ძალიან კარგად მიიღეს ეს სასჯელი. მიმაჩნია, რომ დღეიდან საქართველოში სამართლიანობის აღდგენა იწყება", - განაცხადა ია მეტრეველმა. ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლომ ყველა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)