13:45 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-18 11:33:52, 5735 ნახვა

კულტურა
„კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეში“

18-24 დეკემბერს, პროექტის  - „კლასიკური მუსიკის  კონცერტები ალტერნატიულ სივრცეში“ ფარგლებში,  სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში (მის: რუსთაველის 3) ოთხი კონცერტია დაგეგმილი.

პროექტი კლასიკური მუსიკის  ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა  და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პატნიორობით ხორციელდება.

18 დეკემბერს, კონცერტების ციკლს თბილისის გოგონათა გუნდის (ხელმძღვანელი ომარ ბურდული) მონაწილეობით ცნობილი სოპრანო ამერიკის შეერთებული შტატებიდან -ტიფანი აბანი გახსნის. შესრულდება ე.წ. საშობაო მუსიკალური პროგრამა.

20 დეკემბერს ტრიო „გაონი“ მიუნჰენიდან ქართველ მსმენელს კამერული მუსიკის კონცერტს შესთავაზებს.

22 დეკემბერს კი, გაიმართება საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი ამერიკელი პიანისტის ენდრიუ ტაისონის მონაწილეობით - პიანისტი არაერთი საერთაშორისო მუსიკალური ჯილდოს მფლობელი და  კონკურსის ლაურეატი, მათ შორის, 2015 წელს, გეზა ანდას სახელობის (შვეიცარია) პიანისტთა საერთაშორისო  კონკურსის გამარჯვებულია. 

პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება, სწორედ ამიტომ, ციკლის ბოლო, მეოთხე კონცერტი 24 დეკემბერს  საბჭოთა ოკუპაციის დარბაზში ჩატარდება.

კონცერტში მონაწილეობენ ახალგაზრდა ქართველი მევიოლინე, ვენიავსკის სახელობის (ვარშავა) მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ვერიკო ჭუმბურიძე და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული
გვარამია - პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს და ხმამაღლა ვუთხრათ სამყაროს: სოხუმი საქართველოა! საქართველო ჩვენია! რუსეთი მტერია!
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics