19:53 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-15 15:47:36, 509 ნახვა

საზოგადოება
ზოოპარკის ადმინისტრაცია საზოგადოებას გაქცეულ ცხოველებზე დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავშეკავებას სთხოვს

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის, ინტერნეტში მოპოვებული ფოტოებისა და ფოტომონტაჟების გავრცელებისგან იმ საკითხთან დაკავშირებით, თითქოს თბილისის სხვადასხვა უბანში იმყოფებიან ლომები, ვეფხვები, მგლები, დათვები, გველები და ა.შ.
ზოოპარკში აცხადებენ, რომ სტიქიის ღამიდან დღემდე  ქალაქში არც ერთი ცხოველი არ უპოვიათ.
"ჩვენ უბრალოდ ვერ ვტოვებთ უყურადღებოდ მსგავს ე.წ. "დაზუსტებულ" ინფორმაციას და იძულებულნი ვხდებით გავგზავნოთ ჩვენი ვეტექიმების ჯგუფი ყველა იმ მისამართზე, საიდანაც შემოდის საგანგაშო ზარი. თუმცა სტიქიის ღამიდან დღემდე არც ერთი ცხოველი არ იქნა ნაპოვნი ქალაქში, არც ცოცხალი და არც მკვდარი. აქაც ბევრი ცხოველია მძიმე მდგომარეობაში, ჩვენი ვეტექიმების რესურსი აქაც ძალიან საჭიროა. ამიტომ, გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ მსგავს ინფორმაციას, თუ საკუთარი თვალით არ ნახავთ ცხოველს!!! დაზუსტებული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში პირდაპირ დაუკავშირდით 112-ს!!!",-ნათქვამია თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი ოჯახის განცხადებას, რომ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე სისტემატური ძალადობა ხორციელდება, სიცრუეს უწოდებ
რუბიომ და ლავროვმა თითქმის ერთი საათის განმავლობაში განიხილეს უკრაინა და აშშ-რუსეთის ურთიერთობები
მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა
$47 000 მოსთხოვა, დაემუქრა მოკვლით – პროკურატურამ გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics