|
2018-12-16 18:02:53, 1410 ნახვა
კომენტარი
ეკა ბესელია - მადლობა პოლიციელებს, რომლებიც იქცეოდნენ ღირსეულად და არ აყვნენ პროვოკაციებს
თელავში, ინაუგურაციის ცერემონიის დასრულების შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიამ ინაუგურაციის პარალელურად მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ქმედებები პროვოკაციულად შეაფასა, პოლიციას კი მადლობა გადაუხადა. „მე რაც ვნახე და ვუყურე კადრებს, ეს იყო აშკარად დესტრუქციული და ძალიან პროვოკაციული საქციელი პარლამენტის წევრის მხრიდან. პირველ რიგში, მელიას ვგულისხმობ, რომელიც კანონმორჩილების მაგალითს უნდა აჩვენებდეს სხვებს და დღეს იყო სწორედ მაგალითი, როგორ არ უნდა იქცეოდეს პარლამენტის წევრი. მე მინდა მადლობა ვუთხრა კუპატაძეს და იმ პოლიციელებს, რომლებიც იქცეოდნენ ღირსეულად და არ აყვნენ პროვოკაციებს. მათ რა თქმა უნდა, ჰქონდათ გზა და ჰქონდათ შესაძლებლობა მისულიყვნენ დანიშნულების ადგილას. ყველას გადაადგილება იზღუდება, როდესაც არის უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები. ეს არ არის აბსოლუტური უფლება, რომელიც გულისხმობს, აკეთო ყველაფერი და იარო ისე, როგორც გინდა. ყველაფერს აქვს თავისი წესი და კანონი და ჩვენ ყველას გვაქვს ასეთი შეზღუდვები ყველგან. არსებობს გარკვეული ბარიერები, რატომ ვიღებთ საშვებს, რატომ შევდივართ გარკვეული პროცედურებით სადღაც სადაც განსაკუთრებული რეჟიმი აქვთ? არის ზოგჯერ გამონაკლისი წესები და ის რაც დღეს ჩვენ ვნახეთ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, ეს იყო კანონის დარღვევა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, გურჯაანში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი ჰქონდათ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი მიიღეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს. შსს-ს ინფორმაციით, მათ საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა დააზიანეს. ამასთან, დაპირისპირებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)